ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?

რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში? – ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს ნიკოლოზ ხურცილავას მიმართა.

როგორც ცხადაძე აღნიშნავდა, ის იმ დღეს, როცა პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, იქ არ იმყოფებოდა.

„არანაირი პრეტენზია არ მაქვს თქვენზე, ისევე როგორც თქვენ ვერ გექნებათ ჩვენზე. მაინტერესებს, საქმეს თუ იცნობთ ჩვენს შესახებ, რას გვედავებიან?” – მიმართა პოლიციელს ცხადაძემ, რაზეც მან უპასუხა, რომ „225-ე მუხლს, ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობას“.

სამართალდამცავს ცხადაძემ კვლავ კითხვით მიმართა, „რა უთხრეს მას, რომ სასამართლოში ის პირი დახვდებოდა, ვინც ის დააზიანა თუ არა“.

„მე დამიბარეს და მოვედი აქ… როცა გიბარებენ, ვალდებული ხარ, მიხვიდე“, – უპასუხა პოლიციელმა, რომელსაც ისევ ჩაეკითხა ცხადაძე, უკითხავს თუ არა, რის გამო მიდიოდა სასამართლოში.

„როგორ არა, ვიცოდი რაზეც უნდა დავკითხულიყავი, 28 ნოემბერს დავზიანდი პოლიციელი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა“, – უპასუხა ხურცილავამ, მას კვლავ მიმართა ცხადაძემ კითხვით: „და გითხრეს, იქ ეს ადამიანი დაგხვდება, ვინც დაგაზიანაო?”- აღნიშნულს მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„არა, ეს ადამიანი დაგხვდებაო არა, თავიდანვე ვთქვი, რომ არ ვიცი ვინ ისროლა, ხელს ვერავის დავადებდი“, – განაცხადა ხურცილავამ.

მას ბრალდებულმა იუმორისტმა ისევ მიმართა კითხვებით.

„მე პირადად 28 ნოემბერს, იქ სადაც დაზიანება მიიღეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ და ჩემთან პრეტენზია ვერ გექნებათ.

თქვენ თქვით, მოქალაქეებისგან დაიწყო ძალადობაო, ჩვენ არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, აქ გავიცანით ერთმანეთი, თქვით, ნიღბიანი ადამიანები ერთმანეთს აწოდებდნენ ქვებს, რაღაცებსო. ახლა კითხვას დავსვამ და თუ გასაპროტესტებელი იქნება, ბრალდების მხარე გააპროტესტებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ვაპროტესტებდი, იმიტომ ვზივარ აქ. ანუ არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთს ვუთხარით, მოდი ქვა მომეცი, ვისროლოთო, ამას ვამბობდით?”,- მიმართა პოლიციელს ცხადაძემ. აღნიშნული კითხვა ბრალდების მხარის პოზიციის შემდეგ მოიხსნა.

ცხადაძემ ასევე ხურცილავას ჰკითხა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები თუ დაინახა, რასაც პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა.

“ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა აქ ირაკლი კობახიძე იჯდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა, თქვენ გქონოდათ იმის შანსი, ის დაგეკავებინათ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან სამწუხაროდ გაუშვით”,- განაცხადა ცხადაძემ.

ამ წუთებში ჩვენებას კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, დაზარალებული ილია ბუიღლიშვილი აძლევს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს მზია სურგულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სურგულაძის საჯარო ლექცია - „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შუა საუკუნეების საქართველოში“, გაიმართა.სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას მღვდელი ზაქარია გათენაძე უწევდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ.შეხვედრა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა.როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.„საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებაში დიდ დახმარებას უწევს. ჩვენი სტუდენტები იღებენ ვრცელ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ, ეს კი მათ ეროვნულ თვითშეგნებას ამაღლებს, პატრიოტიზმს ასაზრდოებს. დარწმუნებული ვართ, რომ დოქტორ მზია სურგულაძის ლექცია შუა საუკუნეებში ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ფართო ჭრილში გაიაზრონ სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები და თითოეული მათგანის ფუნქცია და როლი საერთო ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში“, - აღნიშნა ივანე გიორგაძემ.როგორც დოქტორმა მზია სურგულაძემ აღნიშნა, ეკლესია განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი სუბიექტია ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესწავლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხანა შუა საუკუნეებია.მკვლევარმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის საძირკველი და აღმსარებლობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი და დიდი პოლიტიკური მისია ეკისრებოდა. მან აუდიტორიას საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაუზიარა, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების და მათგან მომდინარე შედეგების თვალსაჩინო მაგალითია.სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, ისტორიკოსმა მზია სურგულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მიაწოდა და მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში, ჩვენ იქ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, უბრალოდ გადავეცით, არავინ იცის, სად არის ეს ფული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ უწოდა „ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი“.როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დოჰაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა დაკარგული სიცოცხლეებისა და საომარ ძალისხმევაზე დახარჯული თანხების გამო.„ჩვენ იქ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ – უბრალოდ გადავეცით. არავინ იცის, სად არის ეს ფული. არ არის არანაირი აღრიცხვა. უნდა ვაღიარო ზელენსკის დამსახურება. ვფიქრობ, ის არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში. ყოველ ჯერზე, როცა ის შეერთებულ შტატებში ჩამოდიოდა, ის 100 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა უკან. კარგი ვაჭარია, არა? ბოლო ჯერზე მან ასე კარგად ვეღარ იმუშავა, მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

“კატეგორიული მითითება იყო, თეა მაისურაძე მომეხსნა“ – ზურაბ პოლოლიკაშვილი კანდიდატურის მოხსნის ვერსიას ყვება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ვერსიას ყვება, რატომ მოხსნა „ოცნებამ“ მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა.როგორც პოლოლიკაშვილი ყვება, მაისურაძის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გადაწყვიტა, იგი კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვით თანამშრომლად აეყვანა. პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი "ოცნებას" არ მოეწონა და მათი მხრიდან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა მაისურაძე სასწრაფოდ მოეხსნა თანამდებობიდან."ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, თეა მაისურაძე ხელშეკრულებით ამეყვანა, რომ კამპანიის პროცესში დამხმარებოდა. მდინარაძე რომ ამბობს სამი თხოვნაო, თხოვნა არ იყო კატეგორიული მითითება იყო რომ მე თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან და წყნარად ავუხსენი რომ არ გამოვიდა ასე ამ ადამიანის მოხსნა. ამაზე ისეთი ისტერიკა ატყდა, როგორც დღეს დილით ატყდა და თეამ რომ დაინახა ასეთი პანიკა, თავისი ინიციატივით აღარ მუშაობდა ჩემთან", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი კონია იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგები თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.მიწისძვრის ეპიცენტრი 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.კონიას გუბერნატორის თქმით, სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის და ქართველობისთვის – ალეკო ელისაშვილი ირაკლი დგებუაძეს მიმართავს

,,მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის და ქართველობისთვის - ალეკო ელისაშვილი ირაკლი დგებუაძეს მიმართავს''-ამის შესახებ ელისაშვილმა განაცხადა

ბოლო სიახლეები