ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან-ამ სიტყვებით დაასრულა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ვასო აბაშიძის წინ შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვა.
მსახიობმა ბავშვობის წლები კიდევ ერთხელ გაიხსენა და დევნილობისას განცდილ ტკივილს და მასში ჩასახლებულომის შიშზე ისაუბრა.
ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბიოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა. ის რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამაინები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწოედ ამ ძლივსგამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან- განაცხადა კინწურაშვილმა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის გეგმა ცნობილია – ხელოვანები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.