სახალხო დამცველი მოუწოდებს ლევან ვასაძის სკოლას („იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი), სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და შეიმუშაოს სპეციალური დებულება სტიპენდიის მიღების წესისა და მიმღებ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.
ომბუდსმენი კავშირ “საფარი”-ზე დაყრდნობით, წერს, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელმა 2017-2018 წლისთვის სტიპენდია მე-8 კლასში გადამსვლელი ბიჭებისთვის დააწესა, გოგოებისთვის კი არა.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ეს გადწყვეტილება ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და ხელს უწყობს გენდერულად უთანასწორო გარემოს შექმნას.