ოლიმპიურმა ცეცხლმა მოგზაურობა დაიწყო. საქართველოს შემდეგ რუმინეთი, ბაკურიანის შემდეგ – ბრაშუვი. ახალგაზრდული ოლიმპიადის ღირსეული მასპინძლობის შემდეგ, საქართველო მადლობებს იღებს – დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი მასშტაბის პირველი ზამთრის შეჯიბრი, პირველი სრულყოფილი ბიათლონის ტრასა და პირველად დაწესებული ჯილდო.
ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ოლიმპიური ჯილდო ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით დაწესდა და ის წელს პირველად გადაეცა “ბაკურიანი 2025”-ის მონაწილე საუკეთესო ქალ და კაც სპორტსმენებს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მონაგარს, 45 ქვეყნის ათას სპორტსმენში მხოლოდ მოციგურავე ინგა გურგენიძემ გაიბრწყინა, რომელმაც საქართველოს დაუვიწყარი ოქროს მედალი მოუტანა.