ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორმა ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ესტაფეტა 2021 წლის 25 მარტს დაიწყება. მისი სლოგანი იქნება „იმედი გზას გვინათებს“. ესტაფეტა ფუკუსიმას რეგიონში დაიწყება, სადაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფა მოხდა და იაპონიის 47 პრეფექტურას გაივლის.
„COVID-19-ის პანდემიის ფონზე ეს კიდევ ერთი სიმბოლო იქნება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა და მსოფლიოსთვის იმედის შუქურა გახდება“, – ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება