გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება, თუმცა ევროპა იქნება ძლიერი და მედეგი. ამის შესახებ შოლცმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიმდინარე კვირაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. პრეზიდენტი ტრამპი, უკვე ცხადია, იქნება გამოწვევა. ევროპას და აშშ-ს აქვთ მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ასევე ვდგავართ ამ მყარ ფუნდამენტზე“, – თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გაანალიზებს დონალდ ტრაპის მიერ გამოცხადებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ ორივე ვთანხმდებით: ევროპა უნდა იყოს ძლიერი და მედეგი მსოფლიოში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ცვალებადია. ევროპა არ დაიმალება, არამედ იქნება კონსტრუქციული და თავდაჯერებული პარტნიორი. ამ საფუძველზე ჩვენ კარგად ვიმუშავებთ აშშ-თან და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან. ნატო არის ევროპაში უსაფრთხოების და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მთავარი გარანტორი“, – თქვა გერმანიის ლიდერმა.