სამშაბათი, აპრილი 1, 2025

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში შეჭრის ბრძანებებს გასცემდნენ, უნდა დაისაჯონ“.

„საქართველოში პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის, თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, მუშაობა დაიწყო 2025 წლის 5 თებერვალს შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით. როგორც აღინიშნება, კომისია გამოიძიებს დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილი იყო არა მხოლოდ 2003-დან 2012 წლამდე, არამედ ასევე შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ასევე მ. სააკაშვილის პრეზიდენტობას და, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, რომლებთან დაკავშირებითაც ყოფილი ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური მოღვაწეების ნაწილი უკვე დაიკითხა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„უდავოა, რომ სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავეები, რომლებიც გასცემდნენ სამხრეთ ოსეთში შეჭრის, სამშვიდობოებზე თავდასხმის, ოსი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აქტების განხორციელების ბრძანებებს, უნდა დაისაჯონ. რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება ამჟამინდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, დრო გვიჩვენებს, მაგრამ აშკარაა ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც განსაზღვრა, რომ საქართველო არის აგრესორი“, – აღნიშნავენ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დე-ფაქტო სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „აშკარაა სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი: დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, რუსეთთან, რომელიც მისი უსაფრთხოების გარანტია, და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობების ყოველმხრივი გაძლიერებისკენ სწრაფვა“.

„2008 წლის აგვისტომ ნათლად აჩვენა, ვინ არის ოსი ხალხის მეგობარი და ვინ-მტერი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროექტს, რომელიც უკვე შვიდი წელია ეხმარება მოსწავლეებს ბიზნესის საფუძვლების შესწავლაში. ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება“, - ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გუგული ყურაშვილმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელშიც თბილისისა და რუსთავის 13 საჯარო და კერძო სკოლის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობს.ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა წარმატებული პროექტის ავტორებს. როგორც გუგული ყურაშვილმა განაცხადა, პროექტი და შესაბამისად პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ფაკულტეტის ყოფილი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის და პროფესორ მერაბ მიქელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, 2017 წელს, შემუშავდა.„ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. 7 წლის განმავლობაში 450-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და პროექტი იქცა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის დამაკავშირებელ ხიდად, რომელიც ახალ თაობას მომავლის წარმატებისთვის ამზადებს. მოხარულები ვართ, რომ წელს 60-ზე მეტი მოსწავლე შემოგვიერთდა. ახალგაზრდებო, ერთად შევისწავლოთ ბიზნესის სამყარო, განვავითაროთ კრეატიული იდეები და შევქმნათ მტკიცე საფუძველი წარმატებისთვის!“, - განაცხადა დეკანმა.სესიის მიმდინარეობისას სკოლის მოსწავლეებს ლექციებს ფაკულტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები წაუკითხავენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მეწარმეობისა და ბიზნესის არსი; ანტრეპრენერობის არსი; სად ვეძებოთ ბიზნესიდეა; მენეჯმენტი იგავებში და არა მარტო...; ლიდერი და ლიდერობა; მარკეტინგი, როგორც გაყიდვების ხელოვნება და კრეატიული აზროვნება; კრიტიკული აზროვნება; ემოციური ინტელექტი; ჩემი ადგილი პროფესიების სამყაროში; ტურიზმი, როგორც მეწარმეობა; დროის მენეჯმენტი; ფინანსური აზროვნება-ფულის რაობა და საკუთარი ფინანსების მართვა; ბიზნესის მორალი და საქმიანი ეტიკეტი; პიროვნების დიზაინი - 21-ე საუკუნის უნარები და ა.შ.ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ მიქელაშვილის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეხუთე აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით გეგმავს.„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მომავალ პროფესიაზე. ჩვენ მათ ამომწურავი პასუხები გავეცით კითხვებზე: რა არის ბიზნესი და ეკონომიკა, რა არის მენეჯმენტი და მარკეტინგი, ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, ლიდერობა და ბიზნესეტიკეტი. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლითაც სკოლის მოსწავლეს, მთლიანობაში, წარმოდგენა ექმნება თავის მომავალ პროფესიაზე. მოსწავლეებს ლექციებს უკითხავენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში, სწავლების კუთხით, ჩვენი დოქტორანტებიც მონაწილეობენ“, - განაცხადა მერაბ მიქელაშვილმა.

გიგი უგულავა – სალომე ზურაბიშვილს უნდა, სცენაზე მარტო იდგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა სხვებმა აიღონ, სასწორზე მთელი ქვეყანაა, ხელების ჩამოშვების და ცხვირის აბზეკვის დრო არაა

მეზიზღება ფრაზა-მოწოდება „ფოკუსი გავასწოროთ“. რაღაც ინკვიზიციურია მასში და რაც მთავარია, თანხმობის ნაცვლად, უფრო მეტი განხეთქილება მოაქვს. რეაქციები გუშინდელ აქციაზე ამის ნათელი გამოხატულებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.როგორც უგულავა აღნიშნავს, „ვინც ბოლომდე და ყოველდღიურადაა ჩართული პროტესტში, ის გაბრაზებულია ყველაზე და ყველაფერზე, ის გადაღლილია“.„ვინც „დიდ აქციებზე“ (და ასეთი უმეტესობაა) დადის, ის იმედიანად დაბრუნდა სახლში. მათ არც სცენის გარშემო რუზრუზი უნახავთ, დიდად არც სალომე ზურაბიშვილისთვის უსმენიათ. მათი დამოკიდებულებაა – მიდი, მოგყვებით. პირველი კატეგორია მეორეს ლანძღვს, ეს უკანასკნელი მხრებს იჩეჩეს – რა გნებავთ, როცა მეძახით, მოვდივართ. დანარჩენი თქვენი საქმეა. რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი, სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, ასე შევედით ამ მოჯადოვებულ წრეში, როცა იწყება „ბუქსაობა“, იწყება გადაბრალებაც. ამაში გასაკვირი არაფერია. ცხადია, სჯობს, არ ავყვეთ ამ ხაზს, მაგრამ რაც გარდაუვალია, იმაზე ნევების აშლა არაფრის მომცემია.ბუქსაობის მიზეზი რამდენიმეა. პირველი და მთავარი – ჩვენი ბრძოლა დიდი ბრძოლის ნაწილია და ცალკეულ მონაკვეთში სწრაფი გამარჯვება უფრო გამართლებაა, ვიდრე კანონზომიერება. მეორე მიზეზია – განსხვავებით წინა ორი ხელისუფლებისგან, დღევანდელს დასავლეთის სახით აღარ აქვს არანაირი „ტორმუზი“. ამ გარე მუხრუჭის გარეშე ქართული დემოკრატია სწრაფად დეგრადირებს-როგორც დღეს-ჯოჯოხეთში ვარდება. მესამე მიზეზია ამ ორი ფაქტორის უგულველყოფა და მაინც იმედი, რომ როგორც 20 წლის წინ მოვიდა ბევრი ხალხი და სწრაფად დადგა შედეგი – მოხდა ვარდების რევოლუცია – ახლაც ასე მოხდება. ამ განცდას მოყვება ევოლუციაც – 91 წელს რუსთაველზე ტყვიები ვისროლეთ, 2003-ში ვარდები, 2012 კი საერთოდ არჩევნებით გავისტუმრეთ რევოლუციით მოსული ხელისუფლება. არადა სინამდვილე დღეს ისაა, რომ ჩვენ დღეს საბჭოთაზე უარესი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ოფიციალური ფსიქოპატი უდგას სათავეში და საერთოდ აღარანაირი გარე ტორმუზი არ აკავებს.რა გვანახა გუშინდელმა დღემ. ხალხი არსად წასულა. ის გაბრაზებულია. ის მოგყვება ბრძოლის იმ ალგორითმით, რასაც სთავაზობ. სად აცდა გუშინდელი დღე რეალობას?ჩვენი მოთხოვნაა ახალი არჩევნები (პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აქ არ ვსაუბრობ. ეს მორალის საკითხია და არა პოლიტიკის). ახალი არჩევნები ნიშნავს, რომ მასში „ოცნებაც“ მონაწილეობს, როგორც ხელისუფალი. ანუ, ახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ვთხოვთ. ოთხთვიანი პროტესტის თავზე, ოცნება გვეუბნება – პარტიები უნდა გავაუქმო, მედია და არასამთავრობოები უნდა ავკრძალო. ამას აკეთებს. ჩვენ ისევ ახალ არჩევნებს ვითხოვთ! რანაირად? პარტიების გარეშე არჩევნების მოთხოვნა სულ მცირე არაადეკვატურია. „ოცნებამ“ ერთი ოქტავით აწია თამასა, ჩვენ კი მინიმუმ ერთი თვით ჩამოვრჩით ცხოვრებას, მაშინ როცა ახალ არჩევნებს ვითხოვთ და სადღაც კულუარებში, გულის კუნჭულში თუ ტვინის ხვეულში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე ვფიქრობთ, ვმსჯელობთ. მეტიც ყველა მაინც ფიქრობს, რომ მას არ აკრძალავენ, ეს აკრძალვა ბოლო ბოლო ნაცებზე გავრცელდება, ჩვენ გავძვრებით. ანუ, როცა „ოცნება“ ერთი ოქტავით მაღლა წევს, ჩვენ ან ადგილზე ვრჩებით ან დაბლა ჩავდივართ. 2X2 -ია, რომ რადიკალიზაციას რადიკალური მოთხოვნით უნდა უპასუხო, სხვანაირად გადაიჯეგები. როცა იქედან გეუბნებიან, რომ საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში „კი არ, ვერ მიიღებ მონაწილეობას, რადგან იურიდიულად პარტიები არც იარსებებთ“, ჩვენ ქალბატონი ტრიბუნიდან მაინც ახალ არჩევნებს ვითხოვთ და ლამის კომისიის წევრების ტრენინგზე გველაპარაკებინ. ეს არასწორია. მატარებელმა ჩაიარა, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი სხვაგანაა, ჩვენი მოთხოვნა ვეღარ იქნება ახალი არჩევნები – ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს საქართველო ივანიშვილის გარეშე! ძირს ივანიშვილის ხუნტა! გადადგეს, გააჯ…ს „ოცნებამ“! სიტყვები და ლოზუნგები თავად შეარჩიეთ, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ ამ ორი წინანდადების უკან სხვა და სხვა განცდა და ენერგეტიკა დგას – ერთია, ითხოვდე ახალ არჩევნებს, მეორე, ითხოვდე ამათ დამხობას. სიტყვებით იწყება ყველაფერი, მათ შორის იოანეს სახარებაც, დგება ხალხის გაზაფხული და ახალ რეალობაში მოთხოვნამაც ერთი ოქტავით უნდა აიწიოს. პირველ რიგში, ეს მინდოდა მე მომესმინა ტრიბუნიდან. ახალი ტალღა – ახალი მოთხოვნით. ამ ბრძოლას ჰყავს ახალი ადამიანები. ბევრ მათგანს ვიცნობდით წინა ცხოვრებაში, მაგრამ სხვანაირად აღმოვაჩინეთ. დავანებოთ თავი პოლიტიკოსებს. ეს ხალხი უნდა მდგარიყო სცენაზე. დმანისიდან სამი დღე რომ ფეხით მოდის ადამიანი, სამი წუთი უნდა მისცე სალაპარაკოდ. გაწამებულ პატიმართა მშობლებს და ხალხს, ვინც 125 დღე იქ დგას – ყველამ ვიცით მათი სახელები- უნდა მისცე ხმის უფლება. 125 დღე როცა ვდუმვართ, ახალი ფაზის დასაწყისში ბევრი ხმა უნდა გაისმას, რომ მერე ისევ მდუმარე პროტესტი გავაგრძელოთ. როგორც გუნდას ან ზვავს არ აქვს თავი და ბოლო, აქაც ასეა – ეს ერთი მსახიობის თეატრი არაა, სულ რომ გენიალურად მიყავდეს მას სპექტაკლი.მეორე, ხალხი ცხვარი არაა. მას სჭირდება არა მოლოდ მექანიკური გეზი და ინერციით მოძრაობა, არამედ – ორიენტირი.9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღე,  14 – ქართული ენის დღე,  1 მაისი – მარჯვენა მარცხენას აღარ აქვს მნიშვნელობა. პროტესტისა და სოლოდარობის დღეა,  8 მაისი ევროპის დღე, 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე.ყოველდღიური ბრძოლის პარალელურად, რაც ფუნდამენტია პროტესტის, დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე მარათონია მოსაწყობი და დაკიდებული თარიღებით გუნდიდან ზვავის ეფექტის მიღებაზე უნდა ვმუშაობდეთ. და ყოველი თარიღიდან თარიღამდე ეს პლათფორმა მანდ რუსთაველზე უნდა ანგარიშს აბარებდეს ხალხს – რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა შუალედში. ვინც ხელისუფლებაში ნამყოფია, იცის, ეს დაკიდებული თარიღები ყულფივითაა, რომელიც ყოველდღიურად გიჭერს ყელზე. გარანტია არაფრის არაა, მაგრამ ეს ბრძოლა ძიუდოსავითაა – შენი მოძრაობით მოწინააღდეგეს შეცდომას აშვებინებ და ამ შეცდომაზე წამოიკიდებ. ისინი კი მხოლოდ ჩვენი უძრაობით სარგებლობენსალომე ზურაბიშვილის მიმართ პრეტენზია აქედან მოდის, მას უნდა, რომ სცენაზე მარტო იდგეს, მაგრამ პასუხისმგებლობა სხვებმა აიღონ. ჯანდაბას, ამაზეც თანახმა ვიქნებოდი, უბრალოდ ეს ასე არ გამოდის.რა უნდა ქნას სალომემ ამდენ გიჟში? მკითხავთ. პირველი, მე დღეს დილით მის ადგილზე ავიღებდი ტელეფონს და დავურეკავდი მაგალითად პაატა ბურჭულაძეს, შევხვდებოდი და მოვუსმენდი. კიდევ სხვა უკმაყოფილო რამდენიმე ადამიანს დაველაპარაკებოდი. რა ქნა მან? აი, ეს მესიჯი დააგზავნა პარტიებთან გუშინ საღამოს: მოგესალმებით, ვინც პრეზიდენტს ეთანხმებით, ხვალ 13:00 საათზე გელოდებით. ეს არაა სწორი, არადა სასწორზე მთელი ქვეყანაა. არც ცხვირის და ხელების ჩამოშვების დრო არაა და არც ცხვირის აბზეკვის. ეს ყველას გვეხება“, – წერს გიგი უგულავა.

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს 307¹ მუხლი ემატება, 86 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივაზე: მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს  ღალატი.  ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.„პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, თუ რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები  და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე აზრით, კომისიის მუშაობის მიზანი მკაფიოა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ.„ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება და ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, პერსპექტივა არ აქვს.„არ ვიცი, რა ახალ ქმედებებზე უნდა გადავიდეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია. ეს მათი გადასაწყვეტია - რა ფორმით, როგორ და რანაირად, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ქვეყნის მტრებს, აგენტურას, იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ მომავალში და ისინი პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები