ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას, რომლის თანახმად, 2022 წლის 1-ელ ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი და „აფსნიპრესი“ ავრცელებენ.

ამავე განკარგულების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებს გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – რეგიონში აშშ-ის ბაზები სამიზნედ გადაიქცევიან, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს

რეგიონში აშშ-ის ბაზები სამიზნედ გადაიქცევიან, თუ ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.ლარიჯანის თქმით, კატარი დადებით როლს ასრულებს თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობაში.„მოლაპარაკებებს თავისი გზა აქვთ და მათ შეუძლიათ, ნაყოფი გამოიღონ, თუ ისინი რეალიზმითა და ურთიერთპატივისცემით წარიმართება. სარაკეტო პროგრამა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ჩვენთვის არავის მოუცია ბირთვული ტექნოლოგია; ჩვენ ის ჩვენივე შინაგანი ძალისხმევით მივიღეთ“, – აღნიშნა ალი ლარიჯანიმ.ლარიჯანიმ ასევე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტზე და განაცხადა, რომ ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს და ომის გასაჩაღებლად საბაბს ეძებს.„ბირთვული პროგრამის გარდა, არცერთ საკითხზე არ იქნება მოლაპარაკებები. ვაშინგტონთან საერთო პოზიცია გვაქვს იმაში, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი არ გვაქვს. ვაშინგტონისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია და ომანში მოხდა შეტყობინებების გაცვლა. ვაშინგტონთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, მოლაპარაკებები წარმატებული იყოს და ჩვენი პოზიცია მათ მიმართ დადებითია. აშშ-მა მოლაპარაკებებში ჩართვით რაციონალური გზა აირჩია. ურანის გამდიდრების სრულ შეჩერებაზე საუბარი არ არის, რადგან ეს ენერგეტიკისა და მედიკამენტების წარმოების სფეროებში გვჭირდება. ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის საბოტაჟს და საბაბს ეძებს ომის ალის გაღვივებისთვის. ისრაელი არა მხოლოდ ირანის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

ირაკლი კობახიძე – 2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ვფიქრობთ, ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ

2026 წელს ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისი თქმით, მთავრობის მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში.„შეჯამდა შარშანდელი ეკონომიკური ზრდის მონაცემები, გვაქვს წინასწარი მაჩვენებელი. შარშან ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,5% გვქონდა იმაზე მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე გათვალისწინებული იყო პირველადი პროგნოზით, რაც შემოგვთავაზა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, შემდეგ გადავაჭარბეთ დაზუსტებულ პროგნოზსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის ბოლოს გადააჭარბა 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე, პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს. შარშან წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ შეადგინა 104 მლრდ ლარი.რაც შეეხება 2026 წელს, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს. თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ჩვენი ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით “, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, აქტივებმა მთლიანობაში 6,3 მილიარდი დოლარი შეადგინა

იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო, რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა 6,3 მილიარდი დოლარი.„საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში გვაქვს პროგრესი, იანვარშიც გაგრძელდა ჩვენი სავალუტო და სხვა სარეზერვო აქტივების შევსება. იანვარში ეროვნულმა ბანკმა რეზერვები დამატებით 141 მილიონი დოლარით შეავსო. რის შედეგადაც დაფიქსირდა კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენმა სარეზერვო აქტივებმა მთლიანობაში შეადგინა უკვე 6,3 მილიარდი დოლარი. მადლობა მინდა, გადავუხადო ეროვნულ ბანკს გაწეული სამუშაოსთვის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხელმძღვანელობას, საბჭოს წევრებს, ყველას მადლობა გაწეული სამუშაოსთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. ცერემონიის ფარგლებში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, ამასთან, კოლეგებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრა, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისათვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თელავივი - თბილისის რეისით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში 376 კაფსულა სხვადასხვა დასახელების აკრძალული მედიკამენტი გამოავლინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ბოლო სიახლეები