ოკუპირებული აფხაზეთიდან 50-მდე სტუდენტი ენგურის ხიდის გავლით გადმოვიდა. სტუდენტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მას შემდეგ შეძლეს, რაც მათ დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებითი საშვები დაურიგა.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი მარტო გადმოვიდნენ, მათ მშობლებს კი დე ფაქტო სოხუმმა არ მისცა უფლება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ.
ყველა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განმუხურში არსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა.