ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოს ეხმაურება.
„რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი არამარტო ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ფეხბურთელებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. იგივე ის ევროპული გამოცემები, რომლებიც წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, წარმოაჩენen ნათლად, ქართველებს როგორ გვიყვარს ფეხბურთი და როგორ მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო“, – აცხადებს კიტეიშვილი.
ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს, – ამის შესახებ აღიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ავრცელებს.