ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.
32-ე ტურის მატჩში სანდრო ალთუნაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კიტეიშვილმა „შტურმში“ სრულად ითამაშა.
თამაში „შტურმისთვის“ სასურველი სცენარით წარიმართა – გრაცელები 45+1-ე წუთზე ბოვინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე ბალომ წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა, კონკურენტებს დაწევის საშუალება არ მისცა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.