ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვეტერანთა შორის მეშვიდეთ დაეუფლა

„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ოტა ხნის წინ, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა გაავრცელა.„ნიუკასლთან“ მატჩის დროს მიღებული მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს. წეერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა, მეტ-ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა.ბოლო ინფორმაციებიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1-2 მატჩის გამოტოვება მოუწევს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალს) გამართავს. შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალს) დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა კვარამ რამდენიმე წუთი ითამაშოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.
შალვა პაპუაშვილი – გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაი „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს, როგორ ხდება დაფინანსებების აღრიცხვა.„როდესაც სხვა ქვეყანაზე მისი ხალხის სახელით საუბრობ, ეს დემოკრატია არ არის. ასეთი ევროპა 100 წლის წინ არსებობდა, როდესაც სხვა ხალხებზე გავლენა ჰქონდა. არ ვიტყვი რა ერქვა იმ პროცესს, როდესაც სხვა ხალხები დამორჩილებული ჰყავდა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ხალხების მიმართ. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, მილიონ ორასი ათასმა მოქალაქემ მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა. გვაქვს ამომრჩევლის დაკვეთა, დემოკრატიული მანდატი და როგორ ბედავს ვინმე დედამიწის ზურგზე, რომ ჩვენთან ქართველი ხალხის ნაცვლად საუბრობს. ეს არის სწორედ საერთაშორისო წესრიგის რღვევა.ძალის წესებით მოქმედებენ. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ძლიერები და პატარა საქართველო შეგვიძლია დავჩაგროთო. ეს არის ერთი სქემა, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილსაც სცოდნია. გაგვცეს ახლა პასუხი ევროკავშირმა, ეს ფულები რომ მოძრაობს და აქეთ-იქით ირიცხება, რანაირად ხდება ამის აღრიცხვა?! გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელოდება, როდის გადაიდგმება ნაბიჯები მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს. ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა, მარტა კოსმა და განაცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას“.უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
მარტა კოსი – არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით
არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს. ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მარტა კოსს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე დაუსვეს კითხვა.მარტა კოსის თქმით, განაგრძობენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.„ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია, მთავრობასთან მიმართებით გავაკეთოთ, არის ის, რომ მოვუწოდოთ, შეაჩერონ ეს აბსურდი და ევროპულ მომავალზე მუშაობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ასევე შევხვდით რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“, – განაცხადა მარტა კოსმა.ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
პორტუგალიაში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა
პორტუგალიაში ქარიშხალ „კრისტინის“ შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ ტერიტორიები დააზიანა.როგორც „ბიბისი“ იუწყება, დახურულია სკოლები, დაზიანებულია შენობები და მნიშვნელოვნად შეფერხებულია მოძრაობა.850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩე. როგორც მედია წერს, პორტუგალიის შემდეგ, ქარიშხალმა „კრისტინმა“ ესპანეთისკენ გადაინაცვლა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.გოგა გულორდავამ ამ თანამდებობაზე კახა ბექაური შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.„კომუნიკაციების კომისიამდე, იგი ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ტელეიმედში“ ფინანსური მონიტორისა და აუდიტის პოზიციას იკავებდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე კი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გენერალური დირექტორის მრჩეველი, შემდგომ კი, ამავე უწყებაში, შიდა აუდიტის დირექტორი იყო. 2016-2020 წლებში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2013-2016 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. პროფესიით გოგა გულორდავა იურისტია, მან 1995-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს გოგა გულორდავას გავლილი აქვს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.შეგახსენებთ, 2025 წლის დეკემბერში გოგა გულორდავა საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.
