მსხვერპლი ავიაკატასტროფის შედეგად ნიუ-ჯერსიში. ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა. ორივეს ბორტზე მხოლოდ თითო პილოტი იმყოფებოდა, ერთი დაიღუპა, მეორეს მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.
ავიაკატასტროფა ქალაქ ჰამონტონში მუნიციპალურ აეროპორტთან ახლოს მოხდა. შეჯახების შემდეგ ორივე საფრენი აპარატი ჩამოვარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის მიზეზის დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება.

