ირანმა მოამზადა რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე შესაძლო დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები ირანზე შეტევას განახორციელებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის.
ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელთან ერთად ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმას განიხილავს.