ნიუ იორკში ვერტმფრენი ჰადსონის მდინარეში ჩავარდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე, ჯერსი სითის მახლობლად მოხდა, სადაც ვერტმფრენი ჰადსონის მდინარეში ჩავარდა.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორტზე ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ზრდასრული და სამი ბავშვი იმყოფებოდა.
ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.