ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა, ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შეჯიბრი უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩატარდა, რომელსაც წინ სალიცენზიო ტურნირი უძღოდა.

ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა “ბუენოს აირესი 2018-ის” საგზურის დასაუფლებლად.

ლიცენზიას საპრიზო ადგილი იძლეოდა, მაგრამ რადგანაც სამეულში შესულ რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო.

დღეისათვის საქართველოს სპორტსმენებს მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია აქვთ – ძალოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ტყვიის სროლაში.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Politico – ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების გეგმას მხარი არ დაუჭირა, - ინფორმაციას Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ბრიუსელში გამართულ სამუშაო სადილზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდს აცნობეს, რომ მხარს არ უჭერენ უკრაინის ე.წ. „ჯერ გაწევრიანების, შემდეგ ინტეგრაციის“ გეგმას.დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანა გეგმის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას იჭერს.ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, გეგმა, რომელიც 2027 წლისთვის უკრაინის ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს, „წინ არ მიიწევს“.„გვსურს უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ გაწევრიანების დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე უარს ვერ ვიტყვით“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

აბას არაღჩი – ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას

ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათთან დაპირისპირება და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა არაღჩიმ.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ისწავლა წინა კონფლიქტებიდან და ახლა უფრო ქმედითი საბრძოლო ძალა ჰყავს, რომელსაც ამერიკელი ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია, თუ ისინი ირანში შეიჭრებიან.„როდესაც ვთქვი, რომ ველოდებით მათ, ეს არ ნიშნავდა, რომ ველოდებით ომის გაგრძელებას. ჩვენ მოვემზადეთ ნებისმიერი სცენარის, ნებისმიერი მოვლენის, ნებისმიერი შესაძლებლობის წინააღმდეგ დასაპირისპირებლად და ვიცით, რომ ამის მოგვარება შეგვიძლია“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.მინისტრის თქმით, ირანი არ ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და ვერ ხედავს აშშ-თან მოლაპარაკების მიზეზს.„ჩვენ ორჯერ მოვილაპარაკეთ მათთან და ყოველ ჯერზე, ისინი თავს დაგვესხნენ მოლაპარაკებების შუაგულში, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა და არ არსებობს ჩვენი მხრიდან აშშ-თან მოლაპარაკების მოთხოვნა“, – აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.არაღჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ვერ მიაღწია სწრაფ გამარჯვებას და რეჟიმის შეცვლას ირანში, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქურთული ოპოზიციური ჯგუფების მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ შეტევის დაწყებას მიესალმება.„ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, მე ამას მხარს დავუჭერდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.შეკითხვაზე, უზრუნველყოფდა თუ არა აშშ ქურთული ძალების საჰაერო დაფარვას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამას ვერ იტყვის. ტრამპმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ირანთან ახლოს მდებარე მთავარი საზღვაო მარშრუტი, ჰორმუზის სრუტე, ღია დარჩება.„მათ ფლოტი აღარ ჰყავთ. თქვენ იცით, რომ მათი საზღვაო ფლოტი ახლა ზღვის ფსკერზეა. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ჰორმუზის სრუტეს“, –  განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს ატარებდნენ იმის თაობაზე, უნდა დაესხან თუ არა თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და თუ თავდასხმას გადაწყვეტენ, როგორ უნდა განხორციელდეს ის.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას ირანის მიერ ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის მიერ აზერბაიჯანში, ქალაქ ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.ამასთან, მედიის ცნობით, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გააგრძელებს.ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტულიირანის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში უარყვეს აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება. შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა.

Reuters: ინდური ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ, რადგან ირანის კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში მომარაგების დეფიციტი შექმნა

ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნავთობს დაჩქარებული წესით ყიდულობენ. როგორც წყარო იტყობინება, ქვეყანა ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.ინდოეთი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს, ხოლო ნედლი ნავთობის მარაგი ქვეყნის მოთხოვნას დაახლოებით 25 დღისთვის აკმაყოფილებს, რაც მას მიწოდების შოკების მიმართ დაუცველს ხდის. სახელმწიფო ნავთობგადასამუშავებელმა კომპანიებმა, მათ შორის Indian Oil-მა, BPCL-მა, HPCL-მა და MRPL-მა, ტრეიდერებისგან დაახლოებით 20 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი შეიძინეს. მანამდე, ინდოეთმა შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები აშშ-ის ზეწოლის ფონზე, მაგრამ არსებულ პირობებში ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები ბაზარზე ბრუნდებიან, რადგან ხელმისაწვდომობა ფასზე უფრო კრიტიკული ხდება.

ბოლო სიახლეები