კვირა, მარტი 30, 2025

ნინო ფოჩხუა “ტაბულას”: თქვენ არ გაინტერესებთ არც სამშობლო, არც ოკუპირებული ტერიტორიები და არც არაღიარების პოლიტიკა. მხოლოდ ძალაუფლების და ფულისთვის იბრძვით, იცით რომ ამის გარეშე არაფერს წარმოადგენთ, ჩვეულებრივი ლუზერები ხართ, გარიყული ქართველი ხალხისგან

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ არა ოლიგარქის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ოლიგარქები და ბიუჯეტის ქურდები ბევრი გყავთ ირგვლივ, ისინი მოიკითხეთ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ტაბულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, “კობახიძის განკარგულებით, ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება”.

ფოჩხუა “ტაბულას” მიმართავს და აღნიშნავს, რომ მშვენივრად იციან თუ რას ემსახურება ეს ფინანსური დახმარება, მაგრამ არაფრის მაქნისები რომ არ გამოჩნდნენ მხარდამჭერებთან, უნდა დაანახვონ, რომ “მუშაობენ”. “ჯერ დავიწყოთ იმით რომ არა ოლიგარქის მთავრობა, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ოლიგარქები და ბიუჯეტის ქურდები ბევრი გყავთ ირგვლივ, ისინი მოიკითხეთ. თქვენ არ გაინტერესებთ არც სამშობლო არც ოკუპირებული ტერიტორიები და არც არაღიარების პოლიტიკა. იცით მშვენივრად თუ რას ემსახურება ეს ფინანსური დახმარება, მაგრამ არაფრის მაქნისები რომ არ გამოჩნდეთ მხარდამჭერებთან, უნდა დაანახვოთ, რომ “მუშაობთ,” ნერვიულობთ ისინიც არ დაკარგოთ, ვინც შემოგრჩათ. თქვენ მხოლოდ ძალაუფლების და ფულისთვის იბრძვით, იცით რომ ამის გარეშე არაფერს წარმოადგენთ, ჩვეულებრივი ლუზერები ხართ, გარიყული ქართველი ხალხისგან. ასე იქნებით სულ, სანამ საბოლოოდ არ განულდებით”, – წერს ნინო ფოჩხუა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მაღალ საფასურს გადაიხდის.ამის შეასხებ პეტრას აუსტრევიჩუსმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.„რუსული სტილით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ელენე ხოშტარია, ოპოზიციური პარტია „დროას“ თავმჯდომარე. საქართველოს მთავრობა მაღალ საფასურს გადაიხდის ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის“, – წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხაებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

📽️მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ – რა თქვა სასამართლოზე ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა

მაგდა პაპიძის პირველი გამოჩენა წლების შემდეგ - კურიერი P.S-ის ექსკლუზივი.რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი.„საკმარისი დრო გავიდა, რომ ადამიანებთან ვიყო და მომეცეს საშუალება. თუ არ გაამართლებს დამაბრუნეთ უკან...“, - თქვა მაგდა პაპიძემ სასამართლოზე.ნახეთ ანონსი ⇓ 

რამდენიმე საათიც და საქართველოში ვიქნებით და მარიამი ჩაეხუტება მის მონატრებულ დედმამიშვილებს

ფოტოგრაფი „დანტესი“, რომელიც ამ კარგი ამბის შუამავალია, სოციალურ ქსელში, ფოტოს გვიზიარებს,  წერს ,,რამდენიმე საათიც და საქართველოში ვიქნებით და მარიამი ჩაეხუტება მის მონატრებულ დედმამიშვილებს''.  

📽️„თავად მოიპოვა და თავად გაიტანა“ – კვარას შთამბეჭდავი გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველმა პსჟ სენტ ეტიენთან დააწინაურა.ნახეთ კვარას შთამბეჭდავი გოლი ⇓ 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბოლო სიახლეები