ნინო მირზიაშვილი: ,,დიდი მადლობა ხარაგაულის თეატრს იმ სიხარულისთვის, რომელიც მათ მომანიჭეს“

Read Time:45 Second

ხარაგაული, იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა.
ხარაგაულის თეატრი, ფესტივალზე სპექტაკლით, ,,მაცეკვე ტანგო“ წარსდგა.
პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას,
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,
პიესის ავტორი, დრამატურგი, ნინო მირზიაშვილი , მესხიშვილის თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელი , გიორგი თავაძე, ყაზახეთის თეატრის რეჟისორი, გულსინა მირგალიევა,
იმერეთის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის პროფესიული
ჟიური ესწრებოდა.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
პიესის ავტორი, ნინო მირზიაშვილი:
,,ძალიან ბედნიერი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ირინე ჩხეიძის რეჟისურით
,მან თავისი განსაკუთრებული ნიუანსები შეიტანა სპექტაკლში , რაც ძალიან კარგად
გამოუვიდა. მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ, ძალიან საინტერესო და
სანახაობრივი სპექტაკლია და დიდი მადლობა ხარაგაულის თეატრს იმ სიხარულისთვის
, რომელიც მათ მომანიჭეს“.
სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე გახლავთ.
მონაწილეობდნენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი,
გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე.
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში , იმერეთის მასშტაბით, 17 სპექტაკლი იქნება
წარმოდგენილი.
სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა
ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ფესტივალის დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს
გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩავიბარეთ უდიდესი გამოწვევით აღსავსე სისტემა; 10 წლის განმავლობაში სასამართლო გარდავქმენით, ნოტარიუსის ოფისიდან, რეალურ სასამართლო დამოუკიდებელ გამჭვირვალე სისტემად