შაბათი, მაისი 31, 2025

ნინო ზაუტაშვილი – მოკვლევის შედეგებს ველოდები და მერე აუცილებლად წავალ სასამართლოში

მოკვლევის შედეგებს ველოდები და მერე აუცილებლად წავალ სასამართლოში, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ზაუტაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ მის გათავისუფლებაში ძალიან დიდი წვლილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ შეიტანა.

„ეს არის ამბავი, რომელსაც მე ველოდი. კრიტიკულ დამოკიდებულებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს გვქონდა, რა თქმა უნდა, ამაზე რეაქცია მოყვა პირველ რიგში ვასილ მაღლაფერიძის. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ მისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი არსებობს. შემხვდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ელენე მიხაილოვა, თამარ შუბლაძე, მე მინდა ისტორიამ ეს სახელები დაიმახსოვროს. მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა. მოკვლევა დასრულდაო, მე მოკვლევის შედეგებს ველოდები, ალბათ, მეილზე მივიღებ და მერე აუცილებლად წავალ სასამართლოში. მე ძალიან ბევრი რამ დამრჩა მათთვის სათქმელი. ახლა გაცილებით თავისუფალი ვარ, გაცილებით მეტი რამის თქმა შემიძლია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს

დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.„დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები – ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, – განაცხადა კახა კალაძემ.კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა, ახალ მინისტრს კი წარმატებები უსურვა.„პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს – ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეთათვის ქმნის დაცულ გარემოს; ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, რადგან ამ მიმართულების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს; გულითად მადლობას ვუხდი უწყების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.აქვე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავარია ქობულეთი-ბათუმის გზაზე – არის მსხვერპლი

წუხელ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომობილების გადამზიდი შეეჯახა.ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაღუპული დახვდათ, ხოლო ორი ადამიანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გელა გელაძე -პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მით უფრო, ისეთი...

პოლიციელებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის, მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.გელაძის თქმით, სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს პოლიციელთა შრომასა და ძალისხმევას.„მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს და, განსაკუთრებით, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ, რათა თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ. ძვირფასო პოლიციელებო, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ, ყოველდღიური გამოწვევების და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, – განაცხადა გელაძემ.გელა გელაძემ პოლიციის მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, მმართველ გუნდს. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ვახტანგ გომელაურია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც გელაძემ აღნიშნა, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ხელმძღვანელობა.„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ“, – განაცხადა გელა გელაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ამაზე დგას ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა

განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენიდა ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, დღევანდელი დღე იმის სიმბოლური ხაზგასმაა, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული პოლიციელის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.„განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ძვირფას პოლიციელებს და სისტემაში მომუშავე პროფესიონალებს, გმირებს რომელთა დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენიდა ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ქვეყანაში წესრიგის დამყარება თითოეული თქვენგანის დაუღალავ შრომაზე დგას, რაც ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.მადლობას გიხდით ყველა იმ პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარებთ მუნდირს და მზად ხართ დაუფიქრებლად გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად; მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე ხართ, ქმნით ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს, იცავთ საქართველოს საზღვრებს, ებრძვით სტიქიებს. მადლობა სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის!საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და წესრიგის დაცვა პოლიციელის პროფესიული ვალია. თუმცა, სამწუხაროდ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი ღირსეული პოლიციელების სიცოცხლე ეწირება. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თითოეული ქართველი პოლიციელის ხსოვნას.მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას ქვეყნის განვითარება –ეკონომიკური წინსვლა და სოციალური კეთილდღეობა.ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის, შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი შრომითა და თავდადებით, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე.ჩვენო საამაყო პოლიციელებო, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ბოლომდე რჩებით პოლიციელის პროფესიისა და ფიცის ერთგული!ყველას გილოცავთ ქართული პოლიციისა და პოლიციელთა პროფესიულ დღეს! გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და თქვენი მფარველი“, – განაცხადა მიხეილ ყა ელაშვილმა.

პრემიერი – ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს, ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო...

დღევანდელ დღეს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით, ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან, თუნდაც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იზრუნონ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე.„ასე იყო ეს წელსაც, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, როდესაც მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ.საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს.ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება.ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელებით.დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი.კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს!გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან  საპატიო საქმიანობაში!“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ბოლო სიახლეები