ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც “ნინა დრამა”, ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ის და მერაბ დვალიშვილი მეგობრები არიან. ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმა შონ ო’მალი დაამარცხა, ნინამ დაწერა: “შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ”.
ნინა 1988 წლის 27 დეკემბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი დედა იტალიელია, მამა კი – ბრაზილიელი. იზრდებოდა მეგობრულ და მხარდამჭერ ოჯახში, ჰყავს და და ძმა. კოლეჯში კრეატიული წერა ისწავლა, თუმცა 2011 წელს სამოდელო კარიერა დაიწყო და 2017 წლის აპრილში Playboy-ის მოდელი გახდა. ამჟამად, ნინა ცხოვრობს კალიფორნიაში და აქტიურად ქმნის კომედიურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, განსაკუთრებით TikTok-ზე და Instagram-ზე აქტიურობს, სადაც მას მილიონობით გამომწერი ჰყავს.ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ ნინასა და მერაბს შორის რომანტიკული ურთიერთობაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ნინას პარტნიორია ჟანელ კასტილიო, კრეატიული დირექტორი, მოდელი და ფოტოგრაფი. წყვილი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდება.
„ნინა დრამას წყევლა“ – გულშემატკივრებს შორის პოპულარული მოსაზრებაა, რომ ვინც ნინასთან ინტერვიუს ჩაწერს, შემდეგ მარცხდება.
თავადაც ვარჯიშობს ბოქსსა და საბრძოლო ხელოვნებაში, რომ უკეთესად ესმოდეს მებრძოლების.
MMA Awards-ზე მიიღო წოდება – წლის პერსონა.