პარასკევი, მაისი 23, 2025

“ნიკო აღარ არის” – დიდი ტრაგედია !

IFMGA-IS მთის გიდი მესტიიდან – ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, უშბაზე დაიღუპა.

სამწუხარო ინფორმაციას გიდის შესახებ, ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

„ნიკო, როგორ დავიჯერო რომ ვეღარ გნახავ! სად არის სამართალი!

სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა ვგრძნობთ შენი მეგობრები. დავკარგეთ არამხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი და შენი სული, და სწორედ იქ დაგვტოვე – შენს საყვარელ სივრცეში.

შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის სიხარულით და თავგადასავლით იყო სავსე. შენი ღიმილი, დაუღალავი სული და დაუვიწყარი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენთან.

მთავარია, რომ გახსოვდეს – შენ ჩვენთან ხარ. ყველგან, სადაც ვუყურებთ ცას, მთებს, ვგრძნობთ ქარს… იქ ხარ შენ. მშვიდად დაისვენე, ძვირფასო მეგობარო.“ – წერს სოციალურ ქსელში ელისო მარგიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირთან ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელია, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გვეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი თუ სხვა ვინმე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

„სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა, ფაქტი ქმარმა გაიგო…“ – ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა.მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, გელა სორდიას განცხადებით, მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა და სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა.„თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ის ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია.საუბარია იმაზე, რომ გარდაცვლილი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელებით, რომელიც მიმართული იყო სექსუალური კავშირის დამყარებისკენ, რაზეც ჩემი კლიენტის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად კი გარდაცვლილი მას მაინც ჯიუტად წერდა.დაცვის მხარის შეფასებით, ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებულის მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა თეიმურაზ ჩოგოვაძემ“, – ამბობს ადვოკატი რეგიონალურ მედიასთან.

მიხეილ ყაველაშვილი – ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა

ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.„გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა „ენჯეო“ სექტორის, ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ ლობისტურმა კომპანიამ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივე ხალხია, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ შეხედეთ, ეს ხალხი როგორ იჩაგრება საქართველოში და როგორი ანტიამერიკული ხელისუფლება ჰყავს საქართველოსო. აღარაფრის რცხვენიათ – სათაურებში გამოიტანეს, მგონი ერთადერთი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებულიო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო.„ეს ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მის კამპუსში კოორდინაციისთვის. უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არ აქვთ სწავლის საფასურის გაზრდის გზით მათი მრავალმილიარდიანი ფონდების შევსების უფლება. ჰარვარდს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. კანონის შეუსრულებლობის გამო, მათ დაკარგეს სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“,- წერს ნოემი სოციალურ ქსელში.ჰარვარდის უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი „უკანონოდ“ შეაფასა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული.

ბოლო სიახლეები