ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ნიკოლ ფაშინიანი – ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა – ჩვენი თხოვნაა, ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს

სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე , – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა.

„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის, პაატა ბერიძის გარდაცვალების გამო. პაატა მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას''-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი

დონალდ ტრამპი – ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართებათ, მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი „ექსკურსია“ აღმოჩნდა, ვიდრე...

ირანის ხელმძღვანელობა ორჯერ გავანადგურეთ, ახლა ახალი ჯგუფი მოდის, ვნახოთ, რა დაემართება მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ტრამპის თქმით, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები დაგეგმილ გრაფიკზე სწრაფად  მიმდინარეობს და ეს „რამდენიმე კვირის ექსკურსიაა“.„ეს არის ექსკურსია, რომელიც ომისგან დაგვიცავს. მათთვის ეს ომია, ჩვენთვის კი უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებით, ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია.რაც შეეხება ნავთობის ფასების მატებას, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ეს „საომარი ვითარების შედეგია“, თუმცა აღნიშნა, რომ ფინანსური ბაზრები მალე „ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება“.

სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.მათივე ცნობით, კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.„სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს - საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანი – უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს, ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარები მოდის.„უკრაინელები უკვე ემუქრებიან ჩემს ოჯახს, შვილებსა და შვილიშვილებს. ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.როგორც ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა განმარტა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს პირდაპირ დაემუქრა და უთხრა, რომ უკრაინულმა „სასიკვდილო რაზმმა“ მათზე ყველაფერი იცის.„საკმარისია, უკრაინავ! კიდევ ერთი სკანდალური მუქარა ვიქტორ ორბანის მისამართით. დროა, უკრაინამ გაიგოს, მუქარა და დაშინება უნგრეთის წინააღმდეგ არ იმუშავებს“, – აღნიშნა ბალაჟ ორბანმა.

მასუდ ფეზეშქიანი – სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა.ამასთან, ფეზეშქიანმა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა „სიონისტურ რეჟიმსა“ და აშშ-ს დააკისრა.„რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას, მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერთგულება რეგიონში მშვიდობის მიმართ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა, რომელიც სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ არის გაჩაღებული, არის ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე საერთაშორისო გარანტიები“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები