დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ სატვირთო მანქანების ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში და აზერბაიჯანიდან თურქეთში, კერძოდ, მარგარა-ეღეგნაძორი-სისიანი-გორისის მარშრუტით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამ ეტაპზე ერთადერთი ვარიანტია, რომლის განხორციელებაც ქვეყანას დღესვე შეუძლია.
„წელიწადი და რვა თვეა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის მთელ ისტორიაში არასდროს გვქონია ასეთი წელიწადი და რვა თვე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს „ტრამპის გზის“ პროექტის განსახორციელებლად.

