პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, უნდა აიკრძალონ და პარტიების აკრძალვის პროცედურა ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოშია გაწერილი.
სამხარაძის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს.
„პარტიების აკრძალვის პროცედურა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში გაწერილია, ეს არანაირი სიახლე არ არის. ყველა ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეა. ეს პარტიები კონსტიტუციას არღვევენ, შესაბამისად, ისინი უნდა აიკრძალონ. ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ამ პროცესში მოპასუხე და მოსარჩელე მხარეები იქნებიან ჩართული, პროცესიდან კი საზოგადოება დაინახავს, ვის აკრძალვასაც ვითხოვთ, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

