ლიეტუვის პრეზიდენტმა მოგვიწოდა, რომ პარლამენტში ყველამ ერთად კონსტრუქციულად ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყანას წინ უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში, ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ლიეტუვის პრეზიდენტმა თქვა, რომ შიდა პრობლემები, რომლებიც არის ურთიერთობაში მმართველ ძალასა და ოპოზიციასთან ერთად, რა თქმა უნდა, ართულებს იმ მიზნების მიღწევას, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს. აქედან გამომდინარე, მისი მოწოდება იყო, რომ ჩვენ, ყველამ ერთად პარლამენტში ვიმუშაოთ კონსტრუქციულად იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყანას წინ უდგას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციით დაიწყო. ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია სტუმრობა საპატრიარქოში ილია მეორესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ოფიციალურ შეხვედრებამდე კი, ნაუსედასაოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
