ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ში არჩევნებზე: უბნებზე აპარატები ისე იყო განლაგებული, ნებისმიერს შეეძლო დაენახა ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი – ეს პრობლემად არ აღიქმება

უბნებზე აპარატები ისე იდგა, ისე იყო განლაგებული, რომ ნებისმიერს შეეძლო სურვილის შემთხვევაში დაენახა თუ ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ეს, ზოგადად, ამ ქვეყანაში პრობლემად არ აღიქმება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მალავენ საკუთარ არჩევანს, – განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-დან.

მისივე თქმით, ის დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში არსებობს, მაგალითად კონვერტები და ა.შ. აშშ-ში რეალურად არ არის.

„ვიმყოფები ახლა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში ვაკვირდებოდი არჩევნებს, როგორც ეუთოს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ თვითონ არჩევნების დღემ საკმაოდ მშვიდად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, კალიფორნიაში ექსცესებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით, იცით, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც ბომბზე იყო საუბარი. რამდენიმე უბანზე დროებით შეჩერდა ხმის მიცემის პროცესი, თუმცა, ზოგადად რომ შევაფასოთ, თვითონ არჩევნების დღე, საკმაოდ მშვიდი იყო.

ფარულობაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში საუბარი ცოტა სასაცილოა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ამერიკის არჩევნებს შევხედავთ, აქ მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტმა წინასწარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ ფოსტით გამოაგზავნა საკუთარი ბიულეტენი. ფოსტით გამოგზავნილი ბიულეტენის შემთხვევაში ფარულობას ვერავინ დაადგენს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, მინდა გითხრათ, რომ არანაირი კონვერტი არ არსებობდა. ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, აქაც ამომრჩეველს უნდა შეეცურებინა ბიულეტენი აპარატში, რომელიც იდგა და იმ შემთხვევაში, თუ ის ამას ვერ ახერხებდა, რა თქმა უნდა, მოდიოდა შემდეგ კომისიის თანამშრომელი, ეხმარებოდა მას. ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა როგორ აცურებდა ეს ადამიანი და რა არჩევანი ჰქონდა მას გაკეთებული. ასევე, ზოგადად, უბნებზე ეს აპარატები ისე იდგა, ისე იყო განლაგებული, რომ ნებისმიერს შეეძლო სურვილის შემთხვევაში დაენახა თუ ვის აძლევდა ხმას სხვა ამომრჩეველი, მაგრამ ეს, ზოგადად, ამ ქვეყანაში პრობლემად არ აღიქმება იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მალავენ საკუთარ არჩევანს და ზოგადად, ეს ფარულობის „გაფეტიშება“, ამ შემთხვევაში არ ხდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის დამცავი მექანიზმები, რაც საქართველოში არსებობს, მაგალითად კონვერტები და ა.შ. აქ რეალურად არ არის. ბიულეტენი ჩანს, ხელში უჭირავს ამომრჩეველს და ისე აცურებს აპარატში. სხვათა შორის, ეს აღინიშნა დამკვირვებლების მიერ და ამაზე ალბათ იქნება მითითება, თუმცა დიდ პრობლემად ეს აქ არ აღიქმება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი პრემიერის ინტერპელაციაზე: ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განცხადებას და რაც ყველაზე მთავარია – პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელსაც...

ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განცხადებას, რაც ყველაზე მთავარია - პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელსაც გაახმოვანებენ დეპუტატები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, კითხვები უკავშირდება, როგორც განათლების სისტემის რეფორმას, ასევე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას.„განათლების რეფორმა იცით, რომ არის უმნიშვნელოვანესი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს თუ კი რამე ქართული იყო და ქართული აზროვნების სასწავლი იყო ყველაფერი პრაქტიკულად არის განადგურებული განათლების სისტემაში. როგორც საუნივერსიტეტო, ასევე, სასკოლო სისტემაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ის დიდი ინვესტიცია - 6.5 მილიარდი დოლარის საქართველოში. და ის „წუხილები“ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების და მისი პატრონების დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ასეთი დიდი ინვესტიცია რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს, რომელიც ისედაც ვითარდება მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემებით. ბუნებრივია, რომ ასეთი დიდი ინვესტიციით ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა გახდება საქართველო, რომელიც უფრო ძლიერად დაიცავს სუვერენიტეტს“, - განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.

ქირურგიული ოპერაციების დროს მუსიკა სტრესს ამცირებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს – ინდოელი მეცნიერების დასკვნა

ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოყენებული ანესთეზიური საშუალებების რაოდენობის შემცირებას და შემდგომი გამოჯანმრთელების დაჩქარებას უწყობს ხელს.კვლევა ლოკ ნაიაკის საავადმყოფოსა და მაულან აზადის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ პაციენტები, რომლებიც ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს სპეციალურად შერჩეულ მუსიკას უსმენდნენ, ანესთეტიკების ნაკლებ დოზებს საჭიროებდნენ. ამასთან, ამ პაციენტებს უფიქსირდებოდათ გულის რითმისა და წნევის სტაბილიზებული მაჩვენებლები და სტრესის შემცირებული დონე.კვლევის ხელმძღვანელის, ტანვი გოელის განცხადებით, მუსიკა ქირურგიული პროცესის დროს ფონის როლს ასრულებს, მაგრამ ფაქტობრივად თერაპევტულ პროცესშია ინტეგრირებული. ნარკოზის მდგომარეობაშიც კი, ხმოვან სტიმულებს ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება შეუძლიათ - ისინი ამცირებენ ორგანიზმის ნეიროენდოკრინულ რეაქციას ქიმიურ სტრესზე და ხელს უწყობენ უფრო რბილ გამოღვიძებასა და ოპერაციის შემდეგ უფრო სწრაფ აღდგენას.მომავალში მეცნიერები ნარკოზის დროს ტვინის აქტივობაზე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრისა და რითმის ნაწარმოების ზემოქმედების შესწავლას გეგმავენ.

დონალდ ტრამპი – მოუთმენლად ველოდები ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ომის დასრულების შესახებ შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება

თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შემუშავებული, ორივე მხარის დამატებითი წვლილის შეტანით დაიხვეწა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს.მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება რუს და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას, თუმცა „ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში იქნება“. იქამდე კი, ტრამპის თქმით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად – სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, უკრაინელებთან შესახვედრად კი არმიის მდივანს, დენ დრისკოლს გაგზავნის.„ამ სამშვიდობო გეგმისთვის საბოლოო სახის მისაცემად ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დავავალე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან მოსკოვში და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისმა გუნდმა გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.„გასული კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!). გასულ თვეში 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს გრძელვადიან უსაფრთხოებას, შეესაბამებოდეს გაერო-ს პრინციპებს და ინარჩუნებდეს უკრაინის სუვერენიტეტს

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომის დასრულების ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები „ძალით არ უნდა შეიცვალოს.“„მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მიერ ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, ინარჩუნებდეს მის სუვერენიტეტს, შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას.“შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები თანათავმჯდომარეობდნენ და რომელსაც მსოფლიო ლიდერები,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მშვიდობას მხარი „უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებით“ უნდა დაუჭირონ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით, კოალიციის ლიდერები მარკო რუბიოსთან შეთანხმდნენ, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა. ამასთან, კოალიცია მიესალმება გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით. ასევე ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც 26 ნოემბრით თარიღდება.„26 ნოემბერი 2025 წლის., ახალი წინასწარმეტყველება. დიდი გლოვისთვის გვამზადებს მამა ზეციერი. 2 ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალება! ხოლო ერთ-ერთი მათგანი ( მას ყველა იცნობს) (მძიმე ზარები ეკლესიებზე)!!! ამ თემას შევეხე რამოდენიმე ხნის წინაც! იგლოვებს ერი და ბერი !!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი აქ და ახლა!!!“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში. 

ბოლო სიახლეები