– ,,აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის აპრილთან შედარებით 44.8 პროცენტი შეადგინა, პირველი ოთხი თვის ზრდა კი 8.1 პროცენტია. ეს ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან – ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ეკონომიკურ ზრდას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია. „კარგია, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი მხოლოდ ერთი დარგი არ არის და ზრდა დარგების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია. არ გამართლდა ოპოზიციის არცერთი პროგნოზი – გაზაფხულზე ეკონომიკურ კრიზისს ელოდებოდნენ და ხალხის მიერ “რევოლუციის მოწყობას”. თუმცა, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია”- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ნიკოლოზ მჭედლიშვილი – სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია
„ნაციონალური ოცნება“ გაგრძელება იქნება…-ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს
დღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი -ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.,,საქართველო ქართველი ხალხის გულისთქმას უნდა მიჰყვებოდეს და არა სააკაშვილის ან ივანიშვილის გულისთქმას! ვფიქრობ, ეს სადავო არაა.
დღეს ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს გაუმხილა ივანიშვილის ფინანსური, კომერციული, პოლიტიკური და სხვა საიდუმლოებანი, და მეტიც, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ღარიბაშვილი ამბოხის თანამონაწილეა!
ღარიბაშვილი ამას ვერანაირად ვერ გაბედავდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, სიმართლეა ეს, თუ ტყუილი - მთავარია, რომ ივანიშვილმა ეს ირწმუნა და თუ ივანიშვილი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, რამეს ირწმუნებს, მაშინ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ივანიშვილის გულის მოსაგებად ამოქმედდება!
ამრიგად, სახლში ვის რამდენი ფული აღმოუჩინეს - ამ საქმეში ეს არაა მთავარი, ეს ხალხის გასაბრაზებლად სჭირდებათ! ახლა გვეუბნებიან: ღარიბაშვილი უკანონო შემოსავალს იღებდაო! ანუ ბიზნესში იყო ჩართული და შემოსავალს იღებდა? ხელისუფლება რომ ამას გვეუბნება, თავად არაა ჩართული ბიზნესში? არ აშენებენ მრავალსართულიან სახლებს? არ შემოქვთ ბენზინი? არ ფლობენ სავაჭრო ცენტრებს? დამსახურებულ მასწავლებელს, რვა თაობა რომ აღზარდა და პენსია 400 ლარი აქვს, ამავდროულად, დეპუტატი 16 000 ლარს რომ იღებს, ეს დაკანონებული უკანონობა არაა? ტექდათვალიერებითა და საგზაო ჯარიმებით რომ ძარცვავ მთელ ქვეყანას, ეს დაკანონებული უკანონობა არაა?! მაგრამ ყოველივე ამას, თავად ივანიშვილი ახალისებს, ოღონდ თუ რაიმე არ მოეწონება - თავისივე წახალისებულს დასჯის!
ერთი, საკმაოდ ძველი ამბავი უნდა გავიხსენო: კობახიძე მორიგ, ალბათ, მე-100 ტყუილს უყვებოდა ივანიშვილს ჩემზე და ამ ცილისწამებას ღარიბაშვილიც შეესწრო, იცოდა, რომ კობახიძე ცრუობდა, მაგრამ ხმა არ ამოიღო. ეს რომ გავიგე, ვკითხე: კობახიძე ცილს რომ მწამებდა, ხმა რატომ არ ამოიღე? ღარიბაშვილის პასუხმა გამაოცა: არ ვიცოდი, ბიძინას რა რეაქცია ექნებოდაო. ვუთხარი: მე ასე არ მოვიქცეოდი და არც არასდროს მოვქცეულვარ-მეთქი.
ეს ამბავი გავიხსენე, რომ გავიაზროთ: ღარიბაშვილმა ხმა იმიტომ არ ამოიღო, რომ არ იცოდა, ბიძინა დადებითად მიიღებდა ამას, თუ განრისხდებოდა! ღარიბაშვილმა იცოდა: თუ ივანიშვილი რამეში დაარწმუნეს - აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმართლეა, თუ ტყუილი! თუ დაარწმუნეს, უდანაშაულო კაცსაც დასჯის, თან, აღარავის მოუსმენს და ვინც ეტყვის, რომ ცდება, დიდი ალბათობით, თავადაც გახდება რისხვის ობიექტი. აი, ასე იმართება დღეს სახელმწიფო: თუ ივანიშვილს თავს მოაწონებ, კეთილდღეობას მოიხვეჭ, თუ არა - ჯერ გარიყვის, შემდეგ კი დევნის ობიექტი გახდები.
ახლა თავად ღარიბაშვილი გახდა სახელმწიფოს მართვის ამ „წესის“ მსხვერპლი: ივანიშვილი ღარიბაშვილის გამყიდველობაში დაარწმუნეს. მე ვერ გეტყვით, ვინ დაარწმუნა - ეს ერთი კაცი არაა, მაგრამ გეუბნებით, რომ ყველაზე მეტად, ნავთს ცეცხლზე სწორედ ირაკლი კობახიძე ასხამდა.
თუ გახსოვთ, 40 წლის წინ, ტელეეკრანებიდან ვინმე ანატოლი კაშპიროვსკი დაჟინებული მზერით აჯადოვებდა საბჭოთა მოქალაქეებს. ჰოდა, დღეს კაშპიროვსკიმ ირაკლი კობახიძეში გაიღვიძა, რომელიც ივანიშვილის პირად მომნუსხველად იქცა და სხვათა შორის, „მონუსხვა“ ჩემზე ცილისწამებით დაიწყო, შემდეგ, სხვებზეც გადავიდა და ახლა ღარიბაშვილს ასჯევინებს.
არ გიფიქრიათ, მედიასაშუალებებს საიდან უჩნდებოდათ კომპრომატი ღარიბაშვილზე? კომპრომატი სწორედ კობახიძის ხრიკების შედეგად ვრცელდებოდა! თანაც, კობახიძე ივანიშვილს არწმუნებდა: ინფორმაცია ლილუაშვილის აგენტურიდან „ჟონავსო“. ლილუაშვილის აგენტურა თუ ვინმეს ებრძოდა, კობახიძეს ებრძოდა, მაგრამ კობახიძე ამას სათავისოდ „ატრიალებდა“ და ივანიშვილს დღენიადაგ არწმუნებდა: ესენი თქვენ გყიდიან და ამბოხსაც თქვენ გიწყობენო.
ეს წერილი ღარიბაშვილს არ ეძღვნება. არ დაფიქრებულხართ, ღარიბაშვილი მოღალატეაო, მარგველაშვილიც მოღალატეაო, სალომე ზურაბიშვილიც, გიორგი კვირიკაშვილიც, გიორგი გახარიაც, გრიგოლ ლილუაშვილიც, ოთარ ფარცხალაძეც, ჯუანშერ ბურჭულაძეც, თორნიკე რიჟვაძეც... გავაგრძელო ეს სია? მოკლედ, კობახიძის გარდა, ყველა მოღალატეა, მაგრამ ეს ხალხი თანამდებობებზე ვინ წარადგინა? ტელევიზიით ვინ გვეუბნებოდა, რომ ესენი საუკეთესონი არიან? და საუკეთესონი, ასე მასობრივად მოღალატეები როგორ გახდნენ? და ვის უღალატეს? საქართველოს უღალატეს, თუ ივანიშვილს მიაჩნია, რომ პირადად მას უღალატეს? და უღალატეს კი? აქ მთავარი სხვა რამაა: სახელმწიფო მოხელე სახელმწიფოს უნდა ემსახურებოდეს და არა პარტიას ან პარტიის ხელმძღვანელობას!
ანუ მთავარი, რისი თქმაც მინდა: ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ხალხის მაჯისცემითა და გულისთქმით უნდა ცხოვრობდეს, უბედურება კი ისაა, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის მაჯისცემასა და გულისთქმას მიჰყვება! მეტიც, ტრაგედიაა, რომ თავად ივანიშვილი მონუსხულია კობახიძე-კაშპიროვსკის მიერ ანუ ივანიშვილი კობახიძის პირადი განწყობების ტყვეა. ვიმეორებ, ასე იმართება დღეს სახელმწიფო.
ირაკლი კობახიძემ განვლილი 10 წლის განმავლობაში ნელ-ნელა მონუსხა და შეიპყრო ბიძინა ივანიშვილი. კობახიძეს სძულს ყველა, ვისაც კი რაიმე ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში, სძულს ყველა, ვინც მასზე მეტი იცის და მასზე ჭკვიანია, სძულს ყველა, ვისაც კონკურენტად მოიაზრებს! განვლილი 10 წლის განმავლობაში კობახიძე ტყუილითა და ცილისწამებით არწმუნებდა ივანიშვილს, რომ ყველა მტერია!
ცილისწამებებითა და ინტრიგებით კობახიძემ გაანადგურა პოლიტიკური ველი, დააკანონა ყოველგვარი უკანონობა, დაამსგავსა ჩვენი ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას... დედამიწაზე სულ ორი ქვეყანა მახსენდება, სადაც აზრის გამოთქმის გამო, ადამიანებს იჭერენ, ერთი- ჩრდილოეთ კორეაა და მეორე- საქართველო. „ოცნება“ ტელეეკრანებიდან გვიხსნის, რომ ყველას დასჯის, ვინც იტყვის - არჩევნები გაყალბდა და ხელისუფლება არალეგიტიმურიაო! ახალგაზრდა გოგონას პირბადე რომ უკეთია და კონცერტიდან სახლში მიდის, უკვე ამ ხალხსაც იჭერენ. არასრულწლოვანებსაც დავსჯითო, ვაცნობიერებთ, რა დღეში ვართ?!
სააკაშვილის რეჟიმს არჩევნების გაყალბების გამო ვებრძოდით, ოცნებამ კი, არჩევნებში 82% დაიწერა! სააკაშვილის რეჟიმს იმიტომ ვებრძოდით, რომ ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ქვეყანა ერთ დიდ ციხედ გადააქცია, დღეს კი, კობახიძემ გამოგვიცხადა ნულოვანი თანაგრძნობა და გადაგვიქცია საქართველო დიდ ციხედ! თუმცა, ეს რა გასაკვირია, ნაცმოძრაობის 80%-ი ხომ „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა და დღეს ხელისუფლებაში „ნაციონალური ოცნებაა“!
დაჭერების არაადეკვატურობამ გადაფარა პოლიტიკაც, ეკონომიკაც და სოციალური გაჭირვებაც, დაჭერების შინაარსი და მასშტაბი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
კობახიძე-კაშპიროვსკის მონუსხვამ ივანიშვილს მთელი მსოფლიო გადაამტერა, ნუთუ ივანიშვილი ამას ვერ ხედავს? ვერ ხედავს, რომ არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით მოკავშირე აღარ დარჩა? ვერ ხედავს, რომ საქართველო დაზიანდა?
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2025 წლის 23 ოქტობერი
გაგრძელება იქნება...
ვლადიმერ პუტინი – აშშ-ის სანქციებს გარკვეული შედეგი ექნება, თუმცა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად არ აისახება
არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.პუტინმა აშშ-ის მიერ რუსეთის მსხვილი ნავთობკომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებს არამეგობრული ნაბიჯი უწოდა, რომელიც ხელს არ უწყობს რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს.„რაც შეეხება ახალ სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, ამაში არაფერი ახალი არ არის. დიახ, ისინი ჩვენთვის სერიოზული ხასიათის მატარებელია, ეს გასაგებია და მათ ექნებათ გარკვეული შედეგები, თუმცა არსებითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა დააწესა ყველაზე მეტი სანქცია, რაც კი მანამდე დაწესებულა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს მათ ორი ასპექტი აქვთ – სუფთა პოლიტიკური და ეკონომიკური. რაც შეეხება პოლიტიკურს, ეს არის რუსეთზე ზეწოლის მცდელობა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა ან თავმოყვარე ადამიანი არასდროს არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ. რუსეთს კი უდავოდ, აქვს პრივილეგია, საკუთარი თავი მიიჩნიოს თავმოყვარე ქვეყნებისა და ერების რიგებში. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მიმართ არამეგობრული აქტი, ეს ცხადია. ის არ აძლიერებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც ახლა იწყებს აღდგენას“, – განაცხადა პუტინმა.როგორც ვლადიმირ პუტინმა ბუდაპეშტში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა, დიდი ალბათობით, აშშ-ის პრეზიდენტი შეხვედრის გადატანაზე საუბრობს.„დიალოგი ყოველთვის ჯობს, ვიდრე რაღაც კონფრონტაცია, დავა ან მით უმეტეს, ომი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს დიალოგის გაგრძელებას და ახლაც ვუჭერთ ამას მხარს“, – განაცხადა პუტინმა.რაც შეეხება ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს, რუსმა ჟურნალისტმა კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ „ევროკავშირმა აკრძალა უნიტაზების, ძრავიანი სათამაშოების, სამბორბლიანი ველოსიპედების იმპორტი“. „ის, რომ გააუქმეს ჩვენი უნიტაზების შეძენა, ძვირი დაუჯდებათ. ვფიქრობ, ისინი სჭირდებოდათ დღევანდელ სიტუაციაში, თუ გაგრძელებენ იმავე პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – თქვა პუტინმა კითხვაზე პასუხისას.დღეს ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს. მანამდე კი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა.
მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.ცნობილია, რომ გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ გატანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა, კერძოდ - კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტი აღიკვეთა.უწყებათაშორისი დანაყოფის შემადგენლობაში შემავალი, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილით, ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება წინასწარ დამზადებულ, სველი ხელსაწმენდების შეფუთვებში მალულად იყო განთავსებული. ჰერმეტულად დაფასოებული შეკვრების რაოდენობამ 2 907 ცალი შეადგინა. შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი. აქვე შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი დანაყოფი გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და ტვირთების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები-
ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ –...
არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს ბრალდება ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვის დროს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა.ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოწმის სტატუსით გამოიკითხა."ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. შესაბამისად, მან გააკეთა განმარტებები იმ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწეოდა იმ პერიოდში, როდესაც იყო კერძო სექტორში, პირველი პრემიერობის შემდეგ. ასევე, იმ პერიოდთან მიმართებაში ჰქონდა გამოძიებას კითხვები, რომელიც უკავშირდება მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერიოდსა და მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას.ვფიქრობთ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები იქნა გაცემული. მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან ამ თვალსაზრისით, ცალსახაა და ნათელი. არ გამოვრიცხავ, საჭიროების შემთხვევაში, ბატონმა ირაკლი თავად გააკეთოს შესაბამისი განმარტებები საზოგადოების წინაშე," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.