უსაყვარლესი პატარა ინფლუენსერი, ნიკე ჩაჩანიძე “თბილისელებს” უყვება, თუ როგორ იყიდა მიწის ნაკვეთი.
“ჩემი შემოსავლებით მიწის ნაკვეთი ვიყიდე. ყველაფერი ბურბუშელის ჭამით და პირამიდების გახსნით შევძელი. მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში ვიყიდეთ და მალე იქ სახლს ავაშენებთ. ჩვენ ახლა პატარა სახლში ვცხოვრობთ. მინდოდა, უფრო დიდი გვქონოდა და ამიტომ გადავწყვიტე, მიწის ნაკვეთი გვეყიდა. მინდა, მასში ჩემი ოთახი მქონდეს. კედლებზე გოგონებისთვის ლამაზი შპალერი იყოს, ღია ვარდისფერი. ეს ჩემი საყვარელი ფერია და მინდა, ნივთებიც, ძირითადად, ვარდისფერი იყოს.
სათამაშოების კარადაც მინდა, რომელშიც ბევრ სათამაშოს დავალაგებ. წიგნების თაროც მინდა. ჩემს ძმასაც ვუკეთებ ოთახს. იქ ერთი კარადა უნდა გავაკეთოთ და ამ კარადის კარს რომ გააღებ, ჩემს საიდუმლო ოთახში შეხვალ. ამ ოთახში მეგობრებს შევიყვან ხოლმე და გავერთობით. დიდი ორსართულიანი სახლი მომწონს და ასეთი უნდა ავაშენოთ. მინდა, რომ მისაღები ოთახიც ძალიან ლამაზი იყოს”,- ამბობს ნიკე ჩაჩანიძე.