ორშაბათი, ივლისი 7, 2025

ნიკა სამხარაძე: ჩვენი მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის სტანდარტის ამაღლება და საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევა, სწორედ ამაში გვეხმარება ასოცირების ხელშეკრულება

 „საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს. ეს არ არის მარტო ჩვენი შეფასება, არამედ ეს ჩვენი ევროპელი მეგობრების შეფასებაა. ევროპარლამენტის უკანასკნელი ანგარიშიც ამას ადასტურებს“, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ნიკა სამხარაძემ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მან ისაუბრა საქართველოს მიღწევებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხზე. „რაც შეეხება სოფლის მეორნეობის პროდუქციას, შემიძლია ჩამოგითვალოთ, რა გადის ევროპაში საქართველოდან: ღვინო, მინერალური წყლები, ლურჯი მოცვი, ხილის კონსერვები, ჯემები, მწვანილი, თაფლი. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა ოპონირება, არამედ ის, რომ მომდევნო 4 წელიწადში საქართვლო მოვამზადოთ, ძალიან მყარად განაცხადოს ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის უნდა გაკეთდეს: პირველ რიგში, სექტორული თანამშრომლობა, რომელიც არის ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ეს არის სხვადასხვა მიმართულებები, მაგალითად, ინფრასტრუქტურა. საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, 2024 წლისთვის საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა 95%-ით ანუ თითქმის სრულად იქნება გამართული. 2024 წლისთვის 850 000-მდე აბონენტი იქნება სრულად უზრუნვეყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით, რაც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა. ჩვენი ურთიერთობის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგეტიკა. ჩვენ ვაპირებთ ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციას, სადაც მოხდება თავისუფალი მოთამაშეების შემოყვანა, განაწილებისა და გადაცემის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ჩვენ უკვე გაფორმებული გვაქვს 130-მდე მემორანდუმი განახლებადი ენერგიის (წყლის, ქარისა და მზის ენერგიის) გენერირებაზე საქართველოში. ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. აგროსექტორში დაახლოებით 100 მლნ-ზე მეტი აქვს სხვადასხვა პროექტებზე თვითონ ევროკავშირს დახარჯული საქართველოში. ენერგეტიკაშიც საკმაოდ მსხვილი პროექტებია, მაგალითად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. თუ აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ვისაუბრებთ, აქაც საკმაოდ მსხვილი თანხები იდება. საქართველოს ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი ამ წლებში იხარჯებოდა კრიტიკული ინფრაქტრუქტურის შექმნაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, მაგალითად, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. სრულიად მოშლილი იყო ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრები და აღდგა ისინი. ასოცირების ხელშეკრულების 1/3-ზე მეტი, ანუ მისი 35% პირველ 5 წელიწადში უკვე შევასრულეთ. მომდევნო 4 წელიწადში ვაპირებთ ამ ხელშეკრულების 2/3-ზე მეტი შევასრულოთ. ასოცირების ხელშეკრულება არ არის თვითმიზანი, ჩვენი მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის სტანდარტის ამაღლება და საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ქცევა. სწორედ ამაში გვეხმარება ასოცირების ხელშეკრულება. საქართველოს ნამდვილად აქვს უფრო მეტი ამბიცია, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებს, თუმცა საქართველო არის ასევე აღიარებული ლიდერი ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეფორმების კუთხით. რიგ სფეროებში საქართველოს უკეთესი შედეგებიც კი აქვს, ვიდრე ევროკავშირის ამჟამად მოქმედ წევრ ქვეყნებს, როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან ასევე სამხრეთ ევროპიდან, ანუ არის რიგი მიმართულებები, სადაც საქართველო ბევრად უფრო წარმატებით ასრულებს რეფორმებს“, -განაცხადა ნიკა სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება

5 ძლიერი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება: დამლოცე უფალო! წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, სახლიდან გამოსვლისას, ასევე ახალი საქმის დაწყების.. უფალო შემიწყალე! ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული. დიდება უფალს! ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ. დამეხმარე, უფალო! კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ. მადლობა უფალო! გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.„ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. როგორც თავდაცვაში, ისე ქვეყნის აღდგენაში. მომდევნო კვირა ძირითადად იქნება მიძღვნილი სწორედ უკრაინის აღდგენისთვის – ახალი შეთანხმებებისთვის პარტნიორებთან, ასევე დიდწილად – სამართლიანობის აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ 10-11 ივლიის რომში ჩატარდება კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხზე, ასევე 10 ივლისს დაგგემილია ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრება რომიდან.

„კაპიტანი ამერიკა“ ლისაბონში – „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი წარადგინა

გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდა. ის გუნდმა დღეს წარადგინა.„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.ქოჩორაშვილთან, რომელიც ეროვნული ნაკრების ფორმით 2023 წლიდან თამაშობს, ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.გიორგი ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო. ესპანეთში, სადაც 2017 წელს ჩავიდა, თამაშობდა „ჟირონაში“, „პერალადაში“ და „კასტელონში“ – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

Opta-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა-ვინ მოიგებს საკლუბო მსოფლიოს

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, OPTA-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალების შემდეგ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომელშიც ტურნირის ჩემპიონობის შანსებია მოცემული.OPTA-ს სუპერკომპიუტერის გამოთვლებით, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქვს. პარიზული გუნდის შანსები 39.33%-ით არის შეფასებული. პსჟ-ს შემდეგ, მეორე ადგილზე ლონდონის „ჩელსია“ (33.27%)...

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ერთ-ერთი მსხვერპლი…“ – სალი წვერავა გიორგი ჯობავაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან საქართველოში 7 ივლისს დაბრუნდება, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე, სალი წვერავა ავრცელებს.„ყველას უდიდესი მადლობა, ვინც გამოხატეთ მხარდაჭერა და ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთ დროს, ადამიანს არ შეუძლია ერთი კეთილი სიტყვის თქმა! ვინც არ დაინანეთ კეთილი სურვილები, ათასმაგად დაგიბრუნდეთ ყველაფერი. მადლობა ყველას, კიდევ ერთხელ... ყველაფერი იქნება კარგად“, - წერს სალი წვერავა.როგორ აღმოჩნდა კლინიკაში და ვინ ეხმარება მას ახლა - ამის შესახებ სალი დეტალურად საუბრობს.ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები