პარასკევი, ივნისი 27, 2025

ნიკა მელია – ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს – ამაზე ნაკლები სცენარით ეს თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს

რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკა მელიას განცხადებით, „რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს და საკუთარი „მე“ წაგვართვას”.

„გამარჯობა და გამარჯვება! მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე! ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ. ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ.

რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.

არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც.

მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.

საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!

აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმრისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს. ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.

ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით! მოკითხვა სართულის მეზობელს – გიორგის, მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის. მოკითხვა გივი თარგამაძეს! მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს”, – ნათქვამია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შვედეთის სამხედრო ბაზის სავარაუდო ფოტოგრაფირების გამო, ესტონეთის მოქალაქე დააკავეს

ინტერნეტ- გამოცემა Baltic Sentinel-ი იუწყება, რომ შვედეთის პოლიციამ 56 წლის ესტონეთის მოქალაქე სამხედრო ობიექტის გადაღებისა და მის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ეჭვის საფუძველზე დააკავა. ქალი, რომლის ვინაობისა და ფსევდონიმის საიდუმლოდ შენახვა ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (ERR) ითხოვა, შვედეთის პოლიციამ 21 ივნისს სტოკჰოლმის არქიპელაგში, მუსკოს საზღვაო ბაზის მახლობლად კაიაკით ცურვისას დააპატიმრა.24 ივნისს, ჰუდდინგში გამართულ წინასწარ სასამართლო მოსმენაზე ის ოფიციალურად დაადანაშაულეს შვედეთის კანონმდებლობის დარღვევაში, რომელიც დაცულ ადგილებთან უნებართვო ფოტოგრაფირებას და მისვლას კრძალავს.როგორც პროკურორმა ჯულია ტიბაკმა შვედურ გაზეთ „ექსპრესენს“ განუცხადა, როდესაც ბაზის მცველებმა შენიშნეს, რომ ქალი ტელეფონით ფოტოებს იღებდა, ამის შესახებ მათ პოლიციას აცნობეს.სასამართლო მოსმენაზე ქალმა აღიარა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა და სურათები გადაიღო, მაგრამ უარყო რაიმე კრიმინალური განზრახვა უარყო.ამჟამად შვედეთის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე უცხო სადაზვერვო სამსახურთან ქალის კავშირს დაადასტურებს.Baltic Sentinel-ი თავის წყაროდ ინტერნეტ-გამოცემა „დელფის“ ესტონურ ვერსიას ასახელებს.

დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანზე ხელახალ იერიშს, „თუ ამის საჭიროება იქნება“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანზე ხელახალ იერიშს, თუ ამის საჭიროება იქნება.თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა ირანის დაბომბვას, თუ მომავალში დაზვერვის მოხსენებები შემაშფოთებელ დასკვნას შეიცავდა.„რა თქმა უნდა, ეჭვგარეშე“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტს.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ არ ჰგონია, რომ ირანი შეძლებს ბირთვულ სფეროში დაბრუნებას ახლო მომავალში. ტრამპის თქმითვე, არ ღელავს ირანში საიდუმლო ბირთვული ობიექტების არსებობის გამო.„შემიძლია, გითხრათ – ისინი გადაღლილები არიან. ისრაელიც გადაღლილია. მე ორივესთან ვმუშაობდი და ორივეს სურდა ამის მოგვარება, ორივეს და ჩვენ შესანიშნავი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ისინი გამოფიტულები არიან. ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ ახლა ბირთვულზე. იცით, რაზე ფიქრობენ? – ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ, ცდილობენ, იცხოვრონ,” – განაცხადა ტრამპმა.

პეტრე-პავლობის მარხვაში წასაკითხი ლოცვა

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში.ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა, არამედ მეოხებითა თქუენითა დაგჳფარენით ჩუენ, ჰოჲ შეგჳწყალეთ ჩუენ ყოველნი, ლოცუათა თქუენთა გამო, ეგრეთ განხეთქოს ხელითწერილი აურაცხელთა ცოდვათა ჩუენთანი, და ღირსგუყვნეს ყოველთა წმიდათა თანა სუფევასა სანატრელსა და ქორწილსა კრავისა თჳსისასა, რომელსა ჰშუენის პატივი და დიდება და მადლობა და თაყუანისცემა, საუკუნეთა უკუნისამდე, ამინვინაიდან პეტრე – პავლობის მარხვის ბოლო დღეებია  დარჩენილი, მარხვაში კი განსაკუთრებული ძალა აქ ლოცვას, მარხვა არის ლოცვის და მოწყალების პერიოდი, ამიტომ ჯანმრთელობის, სავედრებელ, სამადლობელი.

NASA-მ აღიარა, რომ არ აქვს გეგმა დედამიწის კოსმოსური საფრთხეებისგან დასაცავად

NASA-ს პლანეტარული თავდაცვის გეგმის აუდიტმა შემაშფოთებელი ფაქტი გამოავლინა: სააგენტოს არ გააჩნია კოსმოსიდან მომავალი პოტენციური საფრთხეებისგან დედამიწის დაცვის ორგანიზების სტრატეგია. უფრო მეტიც, The Register-ის ცნობით, პლანეტარული თავდაცვის კოორდინაციის ოფისს მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც ამავდროულად მისი დირექტორიცაა .კერძოდ, კოსმოსური სააგენტოს გენერალური ინსპექტორის ოფისმა (OIG) ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ NASA-ს პლანეტარული თავდაცვის კოორდინაციის ოფისს (PDCO) არ შეუმუშავებია პლანეტარული თავდაცვის სტრატეგიის დეტალური გეგმები. ოფისში ასევე განაცხადეს, რომ NASA-ს თავდაცვით ძალისხმევას აქვს „არასაკმარისი სარდლობა და კონტროლი“ და ზედამხედველობის ნაცვლად „სტრატეგიული საფარქვეშ“ მოქმედებს.კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილმა დაფინანსების შემცირებამ კოსმოსური სააგენტო იძულებული გახადა, გადაედო დაგეგმილი მისია ცათამბჯენის ზომის ასტეროიდ აპოფისზე, რომელიც 2029 წელს დედამიწას 20 000 მილის რადიუსში ჩაუფრენს.მიმოხილვის დროს ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა „პლანეტარული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტების გაგების“ მიმართულებით.„საბოლოოდ, პლანეტის დაცვამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და შესაძლებლობების ეტაპს მიაღწია, აპოფისისა და ასტეროიდების მოწინავე კვლევის ეპოქის მოახლოებასთან ერთად. NASA-ს შეუძლია მეტი გააკეთოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სააგენტომ ამ კრიტიკული მომენტებით ისარგებლოს“, - ნათქვამია აუდიტში.თავის მხრივ, NASA-ს მენეჯმენტი დაეთანხმა OIG-ის ექვს რეკომენდაციას და პირობა დადო, რომ მათი უმეტესობა 2026 წლისთვის განხორციელდებოდა. სააგენტომ ასევე პირობა დადო, რომ 2027 წლის აპრილისთვის შეიმუშავებდა პლანეტარული თავდაცვის ყოვლისმომცველ გეგმას.

გია ვოლსკი – გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს

გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „უხერხულობა უნდა იგრძნოს გივი თარგამაძემ, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის განვითარების ორგანიზების საქმეში“.„გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში თარგამაძე მოყვანილია, როგორც ერთ-ერთი ჩამშლელი იმ ფორმატების, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობდა ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით. მან განაცხადა, რომ კოდორის ხეობა სჭირდებათ, რათა რუსეთს დაარტყან და მოლაპარაკებები ამის გამო ჩაიშალა. ეს ყველაფერი არის გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელშიც მოხვდა თარგამაძის განცხადება. რა ჩვენებას აძლევდა, ამაში გასაკვირი რა არის? რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია. გივი თარგამაძე იქნება თუ სხვა, გონჩარენკო, იმავე ჩვენებას მისცემენ. დიდი ამბავი, ვაჟკაცად გამოგყავთ. გივი თარგამაძე სადისტური ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო. კომისიის სხდომაზე მოსვლას თავს არიდებს და რითი ამაყობს? იმით, რომ ჰააგაში ჩვენება მისცა? აბა, რა უნდა ექნა? ისე ამბობს, გეგონება, რუსეთს დაუპირისპირდა, გადაჯეგა. რუსეთს ყველა საშუალება მისცეს, მათ შორის გივი თარგამაძემ იმ ტუტუცური განცხადებებით, რაც აკეთა. იმდენი „იჩალიჩა“, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის მოხსენებაში მოხვდა მისი განცხადება, როგორც ერთ-ერთი ჩამშლელი იმ ფორმატების, რომლებიც 2006 წლამდე წარმატებით მიმდინარეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები