სამშაბათი, მაისი 19, 2026

ნიკა მელია: სოფელ-სოფელ ევროკავშირისა და საქართველოს დროშას არჭობენ – დროშა უნდა ააფრიალო გამარჯვების შემდეგ

ვისი გამრიცხავები არიან, მთელი ცხრა თვის განმავლობაში სოფელ-სოფელ ევროკავშირისა და საქართველოს დროშას არჭობენ, – ეს განცხადება ნიკა მელიამ “რეაქციაში” გააკეთა.

„რას მოიგებენ, ვისი გამრიცხავები არიან, მთელი ცხრა თვის განმავლობაში ტრუბა, კვადრატი, მილები დააქვთ და სოფელ-სოფელ არჭობენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშას, ეს არის მთელი მათი კამპანია, განსხვავებული რა გაუკეთებიათ. დროშა უნდა ააფრიალო გამარჯვების შემდეგ. აქციეს პარტია მილიონერთა კლუბის წარმომადგენლებად, რომლებსაც ბიზნესი, დეკლარირებულიც არ აქვთ და ოპოზიციიდან იშენებენ სახლებს, მენეჯმენტის ძირითად ნაწილს ვგულისხმობ“, – ამბობს მელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს სრულად და უცვლელად გთავაზობთ:„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი – ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენ მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომლიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა, შესაძლოა, იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და, ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თქვენგან მკაფიო პასუხს ელოდება: რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?“ – აღნიშნულია ღია წერილში.

აშშ-მა 11 კუბელ მაღალჩინოსანს, მათ შორის კომუნიკაციების მინისტრსა და რამდენიმე სამხედრო ლიდერს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კერძოდ, სანქციები დაუწესდა 11 კუბელ მაღალჩინოსანს, მათ შორის კომუნიკაციების მინისტრსა და რამდენიმე სამხედრო ლიდერს, ასევე ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამსახურს.სანქციები უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ვენესუელიდან კუბაში ნავთობის მიწოდების შეზღუდვას.დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „კუბის კომუნისტური მთავრობა კორუმპირებული და არაკომპეტენტურია“.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კუბის რეჟიმი თავის კომუნისტურ იდეოლოგიას და პირად სიმდიდრეს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს“.უწყების თქმით, ჰავანა ასევე უცხოურ სადაზვერვო, სამხედრო და „ტერორისტულ ოპერაციებს“ უწყობს ხელს.ტრამპმა პირველ მაისს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ვაშინგტონს უფლებას აძლევს, სანქციები დაუწესოს კუბის მნიშვნელოვან სექტორებთან დაკავშირებულ პირებსა და უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უახლოეს დღეებში ყოფილი კუბელი ლიდერის, რაულ კასტროს წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების წარდგენასაც გეგმავს.

„პირველად ვამბობ ამას…“ – ზურა ხაჩიძე პირად ცხოვრებაზე

ზურა ხაჩიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია.მომღერალი გადაცემის ეთერში მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას გაცნობისა და მასზე დაქორწინების ისტორიას გვიყვება.„როგორც ხათუნა ამბობს, შენს ასაკთან შედარებით ბევრი ღირებული თვისება ვიპოვე შენშიო, ის რაც კაცში მიყვარდა და მომწონდაო. გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი, ვიღაცებს ჰქონიათ, რომ მარტივი იყო თუნდაც ცოლად მოყვანის გადაწყვეტილება.მე მგონი პირველად ვამბობ ამას, არ იყვნენ თანახმა ჩემი ოჯახის წევრები ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა. მათ შორის არც ჩემი სულიერი მოძღვარი, გარდაცვლილია მეუფე სერაფიმე და არ მირჩევდა ეს ნაბიჯი გადამედგა. მე მიყვარდა და გადავდგი ეგ ნაბიჯი და აგერ უკვე 21 წელია ერთად ვართ“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი 11:00 საათზე გაიმართება.უცნობია, რა თემაზე გააკეთებს განცხადებას ირაკლი კობახიძე.

ვლადიმერ პუტინი – მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში

მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამგზავრებამდე ვიდეომიმართვაში განაცხადა.გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია, რაც ხასიათდება „ურთიერთგაგებითა და ნდობით“ და ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობით „ძირითადი ინტერესების“, მათ შორის „სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დაცვის“ საკითხებში.„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრები პეკინს ჩემი კარგი მეგობრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით. რეგულარული ვიზიტები და მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია, რათა განვავითაროთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრული სპექტრი და გამოვავლინოთ მათი ჭეშმარიტად უსაზღვრო პოტენციალი.დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ნამდვილად უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენი სახელმწიფოების განვითარების წინსვლას ემსახურება. ეს საკითხები პეკინში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგს წარმოადგენს.მჯერა, ჩვენი თბილი და მეგობრული კონტაქტები გვეხმარება მომავლისთვის ყველაზე თამამი მიზნების დასახვასა და მათ რეალობად ქცევაში. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა აგრძელებს ზრდას და დიდი ხანია, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა არ არის მიმართული „ვინმეს წინააღმდეგ“.„რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან სტაბილიზაციის როლს ასრულებს გლობალურ ასპარეზზე. ამავდროულად, ჩვენ არ ვართ მეგობრები ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ვმუშაობთ მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის“, — აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი პეკინში 19-20 მაისს გაიმართება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

ბოლო სიახლეები