ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია

Read Time:32 Second

შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ცუდი და საწყენია, რომ ფაჩულიას და ზოგადად, „დასავლეთში ფეხადგმულ“ წარმატებულ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ იმ დროს, როდესაც ერი გაერთიანდა.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით. მთელს საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ. მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ – საწყენია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაპატიეთ თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა“, – განაცხადა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევაში
Next post სპორტული მედიის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება