კვირა, აგვისტო 10, 2025

ნიკა გვარამია საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე – რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ – მთავარია, ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ

4 ნომერი დაგვიკარგავს “ახლებს” და 5 ნომერი დაუკარგავს “ნაციონალურ მოძრაობას” – ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტიის საარჩევნო ნომრების დაკარგვას.

როგორც გვარამიას “ფეისბუქზე” გავრცელებულ მისსავე წერილშია აღნიშნული, მთავარია, რომ ღირსება არ დაკარგეს.

“სამშობლოს ვკარგავთ და სრულიად მეორეხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. სამშობლოც უნდა დავიბრუნოთ და ნომრების დროც მოვა.

მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ“,- ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია… – რა საიდუმლოს ინახავს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია

თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ცოტამ თუ იცის ისტორია, რომელიც ამ ხატს უკავშირდება.იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც იმ ტერიტორიაზე აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს:"დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო".მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული - დაბადებიდან უსინათლო ადამიანს თვალი აეხილა! ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ. სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. ორშაბათობით, დილას, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ტარდება ლოცვა, დაესწარით, მოილოცეთ, გულით შესთხოვეთ და გულმოწყალე დედა შეგეწევათ.

10 აგვისტო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს, ბათუმში დაიბადა.ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.ის 2021 წლის 31 მარტს, კორონავირუსით გარდაიცვალა. 

10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა

10 აგვისტო ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადების დღეა. გია ყანჩელი დღეს 90 წლის გახდებოდა.მსოფლიოში აღიარებულმა კომპოზიტორმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა.განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.მას ეკუთვნის რობერტ სტურუას სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა - "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი", "მეთორმეტე ღამე".მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა"," მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.გია ყანჩელი ენიო მორიკონესთან, ნინო როტასთან და ჰანს ციმერთან ერთად შესულია მსოფლიოს 20 საუკეთესო კინომუსიკის შემქმნელთა შორის.გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ნიუ დელიში ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.როგორც მედია იუწყება, დაღუპულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.დატბორილია ქუჩები და სახლები.ინდოეთის დედაქალაქში შეფერხებულია მოძრაობა.

როდემდე გაგრძელდება უამინდობა

გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ბოლო სიახლეები