სამშაბათი, მარტი 17, 2026

ნიკა გვარამია: პრეზიდენტისთვის არასდროს არაფერი მითხოვია, ახლა ვაძლევ თავს უფლებას – ვთხოვ, სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ არა და არასდროს და სააკაშვილი გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს, ჩემი შეწყალება არ მითხოვია მისთვის, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად, არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე – კვდება-არკვდება რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს, ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, იმიტომ, რომ არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მიიღო, უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ არა და არასდროს და სააკაშვილი გაათავისუფლოს – დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს, ეგრევე მოიხსნება,“ – ამბობს გვარამია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ ყაველაშვილი – უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა.ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.„როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს,  დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

🎥 „სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, მივედი პატრიარქთან…“ – მეუფე იოანე პირადი ისტორიის გახსენებისას ატირდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეუფე იოანე ერთ-ერთი ქადაგების დროს საკუთარ ისტორიას იხსენებს, რომელიც პატრიარქის მისადმი გამოჩენილ დიდ მადლს უკავშირდება.როგორც მეუფე ჰყვება, ოჯახური პრობლემები ჰქონდა და დიდი თანხა ესაჭიროებოდა, მივიდა პატრიარქთან და სთხოვა...ვრცლად 

საპატრიარქო: ილია მეორის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური

პატრიარქის მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა სტაბილური.ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქი არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფება

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მოთავსებული, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფება.კავკასიის მედიცინის ცენტრში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები