პარასკევი, ივლისი 11, 2025

ნიკა გვარამია: ევროკავშირის ელჩს ვუთხარით, რომ გამორიცხულია, ჩვენ პარლამენტში შევიდეთ – ჩვენ არ გავჩერდებით

“ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა – ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება,” – ამის შესახებ  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებისთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

„ვფიქრობ, ელჩი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, თუმცა ჩვენ მაინც მივაწოდეთ ინფორმაციები, რომლებიც არ ეხებოდა მხოლოდ დარღვევებს, რადგან უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი, რა და როგორ ხდებოდა. ჩვენი წინადადადებები ვუთხარით საერთაშორისო გამოძიებაზე. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი რეკომენდაციების მეოთხე პუნქტი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ასე რომ, ევროკავშირს აქვს სრული უფლება და სამართლებრივი, პოლიტიკური წინაპირობა, შეისწავლოს, ეს რეკომენდაცია რამდენად შესრულდა ამ არჩევნებზე. ყველასთვის ცხადია, რომ არ შესრულდა, მაგრამ შესწავლა და კონკრეტული დოკუმენტის დამზადება სასარგებლო იქნებოდა სრული სურათის გამოსავლენად.

ჩვენ ვუთხარით, რომ გამორიცხულია, ჩვენ პარლამენტში შევიდეთ. ამ მხრივ პარლამენტს ლეგიტიმაცია ვერ ექნება, იქნება პროტესტი ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი და შედეგზე ორიენტირებული. დღეს რაც ხდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. გვინდოდა, რომ ეს ელჩს სცოდნოდა და ვუთხარით, რომ არ ვართ საიმისოდ განწყობილი, ნებისმიერი ფორმით ჩვენი პოზიცია გამოყენებული იქნეს ამ მთავრობასთან რაღაცნაირად დასაახლოებლად, სტაბილურობის მისაღწევად. სტაბილურობა არის ევროპულ ქვეყნებში, ეს მთავრობა რუსულია, ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება. ჩვენი მოთხოვნა მკაფიოა – ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისათვის: სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ.

დიპლომატიური მისიის ოფისში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნახეთ, ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას-დაგროვებითი პენსია 22 135-მა პირმა გაიტანა – ჯამურად 89.3 მლნ ლარი

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 623 ათასი ადამიანია. ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.მათივე ცნობით, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22 135-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 89.3 მლნ ლარი.„ივნისი, საპენსიო ფონდის პორტფელებისთვის, მიმდინარე წელს, ერთ-ერთი საუკეთესო თვე აღმოჩნდა, რაც დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი დინამიკა ინვესტორთა განწყობის გაუმჯობესებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესითა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციით იყო გამოწვეული.რა ფორმით და რა ოდენობით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანასაპენსიო ასაკში პენსიის გაცემა შესაძლებელია მოხდეს სამი გზით:1. პროგრამული გატანის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფას და ყოველთვიური პენსიის სახით მიღებას;2. ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით, რაც გულისხმობს მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენას და პენსიის მიღებას სიცოცხლის ბოლომდე;3. მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით. ასეთი მეთოდით, პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე.

მედია: ღაზაში, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ, დაიღუპა 82 ადამიანი

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებია. "ცაჰალი" ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 82 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები.მედია, წერს, რომ 15 ადამიანი ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან დაიღუპა, ქალებს და ბავშვებს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ისინი საკვების რიგში იდგენენ.ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს, თუ ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ისრაელის პირობებს დათანხმდება.

“ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ დაშალა ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა “ოცნების” შტატგარეშე კოორდინატორი” – ტატა ხვედელიანი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, რომ წინა არჩევნებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" კოალიცია შექმნეს.პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წითელ ხაზად მიიჩნევენ და ანა წითლიძეს "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორად მოიხსენიებენ."ჩვენ შეჩვეულები ვართ "ნაციონალური მოძრაობისგან", რადგან 13 წელი ვუყურეთ, ასე ტყუილი დანაპირებით და ტყუილი არგუმენტებით, როგორც ცდილობს, შესძინოს უპირატესობა "ქართულ ოცნებას". აქაც ქალბატონი ანა წითლიძე დაფასდა იმისთვის, რომ ფაქტობრივად, დაშალა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზაცია, შემდეგ გადმოვიდა თბილისში, აქ დაწინაურდა და გახდა უკვე "ქართული ოცნების" შტატგარეშე კოორდინატორი," - განაცხადა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივ დაბომბვას

მარკო რუბიოს შეხვედრა სერგეი ლავროვთან არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მასობრივ დაბომბვას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ჟურნალისტებმა ბრიუსს ჰკითხეს, რატომ ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მაშინ, როდესაც რუსეთი შეტევებს ახორციელებს უკრაინის მიმართულებით. ტემი ბრიუსმა განმარტა, რომ ომის დასასრულებლად აშშ-ის პოზიცია არის „ყველასთან ლაპარაკი ნებისმიერ დროს“.„ბევრი ფიქრობდა, რომ პუტინთან საერთოდ არ უნდა ელაპარაკათ წინა ადმინისტრაციის დროს. მასთან სამი წლის განმავლობაში არ საუბრობდნენ. ასე შეუძლებელია რაიმე შეთანხმების მიღწევა სისხლისღვრის შესაჩერებლად“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი მკაცრად გმობს რუსეთის მხრიდან თავდასხმების ზრდას.„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმების ესკალაციას უკრაინაზე და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულებსა და მათ ოჯახებს. ყოველ კვირას ვხედავთ, რომ რუსეთი ახალ რეკორდს ამყარებს საჰაერო თავდასხმების მასშტაბით. ყველა ქვეყანას სურს რეკორდის დამყარება, მაგრამ არა ასეთის“, – განაცხადა ბრიუსმა.ტემი ბრიუსის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია უკრაინაში ომის მოგვარების საკითხზზე პროგრესის ნაკლებობით.

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს, — ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს.„გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბი „ნიურნბერგი“ ლუკა ლოჩოშვილის შეძენასთან ახლოსაა“, — წერს ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარი.ქართველი მცველი იტალიაში 2022 წელს ჩავიდა — ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა. იტალიური კლუბის მაისურით მან 61 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2024 წლის ზამთარში ლოჩოშვილი იჯარით „სალერნიტანაში“ გადაბარგდა და გუნდის რიგებში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე მონაწილეობდა. ის მოედანზე ოთხივე მატჩში გამოჩნდა და 170 წუთი ითამაშა.ფეხბურთელს იტალიურ „კრემონეზესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა და მის სანაცვლოდ გერმანული კლუბი 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. Geo Team-ის ცნობით, „ნიურნბერგი“ ლოჩოშვილთან სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, შემდეგ კი მხარეებს მისი ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნებათ.

ბოლო სიახლეები