ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ნანუკა გუდავაძე, სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ თბილ, ოჯახურ კადრებს გვიზიარებენ.
წყვილს პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ შეეძინა. მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები კი გასულ წელს გახდნენ.
მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ბერა და ნანუკა სოციალურ ქსელს დაუბრუნდნენ და გამომწერებს ვიდეოებსა და ფოტოებს აქტიურად უზიარებენ ხოლმე.