შაბათი, მარტი 15, 2025

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ცენტრალური ოფისი გაყიდა, რის მიზეზადაც ფინანსების მობილიზებას და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალური ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში ცენტრალური ოფისის გაყიდვის გადაწყვეტილების მიზეზად ფინანსების მობილიზებასა და ამომრჩეველთან სიახლოვეს ასახელებენ.

როგორც განცხადებაშია განმარტებული, მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია საზოგადოებასთან, რაშიც ენმ-ის ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს.

„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი. აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილის და თავდასხმის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. საზოგადოებას კარგად ახსოვს მოღალატე, რუსული რეჟიმის არაერთი ძალადობრივი თავდასხმა აღნიშნულ შენობაზე, მათ შორის სპეცოპერაცია ენმ-ის იმდროინდელი თავმჯდომარის გატაცების მიზნით.

ამავდროულად, ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარტია არ არის შენობა. პარტია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებული ვართ საქართველოს ერთიანობის, სიძლიერისა და ევროპული, დემოკრატიული მომავლის იდეის და სხვა ეროვნული, პატრიოტული ღირებულებების ირგვლივ.

დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში „ჩეკას“ ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ის ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, პარტიის, რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო პარტია, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის.

ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის.

„ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომლებსაც სხვადასხვა აქტორი ქმნიდა, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აფინანსებს არცერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი. უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ-ის მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება, თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.

მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებში. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ამ რთულ დროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს. ჩვენ, ყველამ ერთად, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან. ძალა ერთობაშია! თავისუფლება მიშას!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ბუტიკაშვილი – საინტერესო იყო აშშ-ის ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა ბოჭორიშვილთან – გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა,...

 „რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული. იგივე არის ირანთან ურთიერთობები. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაწერეს კონგრესმენებმა, მათ შორის, უილსონმაც, ირანული კავშირები - ბიზნესი, როგორ იზრდება საქართველოს ურთიერთობა ირანთან, ასევე ჩინეთთან და ანაკლიის პორტი, რომელიც ასევე არის ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაც თითქოს ამას ამბობს, ანუ სხვა პირობა, ამერიკის სტრატეგიული კუთხიდან რომ შევაფასოთ, სხვა არაფერი იქნებოდა გარდა ამ ურთიერთობებისა.ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.ძალიან საინტერესო იყო ასევე ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან. გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როდესაც მიდიხარ და ეს ჰგავდა მოლაპარაკებით შეხვედრას, იქ მსგავსი სახელდებები მიღებული და მისაღებია“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა. 

ვლადიმერ პუტინი – სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი.როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, სომხური მხარის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.„ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა რუსეთის პრეზიდენტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებისა და ერევნის მზადყოფნის შესახებ, ხელი მოაწეროს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს. ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა და გამოდის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ რუსეთის მხარის ნებისმიერ შესაძლო დახმარებას ამ მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ კრემლში.ამასთან ერთად, კრემლის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში.სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.„მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულებას. მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის მიღწევის გზაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებებით. მიზნად ვისახავთ, გავუწიოთ ყველანაირი დახმარება სამშვიდობო პროცესის შემდგომ წინსვლასა და ბაქოსა და ერევანს შორის დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, საერთო საზღვრის დელიმიტაციასა და ჰუმანიტარულ პრობლემატიკას იმ ზომითა და ფორმით, რომელიც მისაღები იქნება პარტნიორებისთვის. სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის ხელშეწყობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მზადაა, ეწვიოს ბაქოსა და ერევანს შესაბამისი კონსულტაციების ჩასატარებლად. ვადასტურებთ ჩვენს შეთავაზებას, უზრუნველვყოთ რუსული პლატფორმა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების კონტაქტებისთვის სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის საკითხთა მთელი კომპლექსის შესახებ, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

🎥მკვლელობა ვაკეში – რა ხდება ადგილზე ამ წუთებში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ჩვენ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ. 

თბილისში, ჭავჭავაძეზე კაცი მოკლეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს.ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა.ამ ეტაპზე მეტი დეტალი უცნობია.„ტიფლისნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის საელჩოს FB პოსტით აღშფოთებულებს: სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ კვერს...

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ. პოსტს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო კომენტარები მოჰყვა.როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალების საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.„მორჩა კინო, წადით სახლებში!„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები“.ტრამპის ადმინისტრაციიდან პირველი გზავნილებიც მოვიდა, რაც თავისთავად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის მომასწავებელია.ურთიერთობები გადაიტვირთება, რიგ საკითხებში დაემთხვევა ჩვენი და ამერიკელების ინტერესები, რიგ საკითხებში არ დაემთხვევა და ეს ჩვეულებრივი ამბავია.ყველაფერს ეშველება, გარდა ამ გასაცოდავებული სექტისა, რასაც ქართველი ლიბერალი ჰქვია. ამათი საცოდაობა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ საკუთარ უუნარობას ვერ აღიქვამენ და რეალობას ისე ასცდნენ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციის დამუნათება საელჩოს განცხადების კომენტარებში დიდი საქმე ჰგონიათ.წადით, სალომე ზურაბიშვილთან იჩივლეთ, ეგ არ იყო ტრამპის ინაუგურაციაზე საკუთარი იმბეცილი პერსონის დემონსტრირებას რომ ახდენდა და თქვენ - კვერს უკრავდით?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ბოლო სიახლეები