„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, და როგორც ამბობენ შიმშილობის აქციაში 300-მდე ადამიანია ჩართული

Read Time:29 Second
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კი ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.
 
მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. შიმშილობის აქციას მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირიც.
 
შიმშილობს თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე შიმშილობის აქციაში ჩაერთვნენ პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.
 
კარვებში მოშიმშილეებისთვის ლეიბებია გაშლილი.
 
მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.
 
მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე – ვინ მიიღებს შიმშილობის აქციაში მონაწილეობას, სულ მალე გაიგებთ, დაინახავთ, თავადაც გაკვირვებული ვარ, იმდენად ბევრი მსურველი აღმოჩნდა
Next post სოზარ სუბარი – „მაკდონალდსის” გვერდით მოუწევთ შიმშილობა და თუ მოინდომებენ მსუბუქ შიმშილობას, პაშტეტების ნაცვლად, რასაც მათი პრეზიდენტი მიირთმევდა, „მაკდონალდსის” ჰამბურგერებს მიირთმევენ