„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.
აღნიშნულის შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რასაც კომისიის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.
“სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება – საღამოს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.