პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. კანდიდატებად დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.
ბოლოს განაცხადი ნიკა მელიამ შეიტანა. ის პოსტზე პოლტისაბჭოს 39-მა წევრმა წარადგინა.
ლევან ხაბეიშვილმა სამი წევრის, გიორგი მუმლაძემ კი პოლტისაბჭოს ხუთი წევრის მხარდაჭერის წერილი წარადგინა.
არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. თარიღზე გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა 11 დეკემბერს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.