პარასკევი, ივლისი 4, 2025

ნატო ჩხეიძე – მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივით აღდგა და მუხტი გადასდო საზოგადოებას

დღეს ნამდვილად დიდი დღეა საქართველოში, რადგან როდესაც ქვეყნის მთავარ მოედანზე ამდენი ადამიანი იკრიბება და თითოეული ადამიანის უკან არის მისი ქუჩა, დაბა, სოფელი თუ ქალაქი, ცხადია, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ქვეყანა მზადაა ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის მუხტი, რაც დღეს აქციაზეა ნიშნავს, რომ ცვლილებების პროცესი დაწყებულია.

„ასეთ ძლიერ თავყრილობებს და ასეთ მძაფრ მუხტს ვერცერთი ხელისუფლება ვერ გადააგორებს ხოლმე იოლად და დღევანდელი ვითარება, მუხტი, ცხადია ნიშნავს, რომ ძალიან ახლოსაა, ერთი ხელის გაწვდენაზეა ის ცვლილებები, რომელიც საზოგადოებას უნდა და ერთი წელიწადია უკვე ყოველდღე ელის, მაგრამ დღევანდელი დღიდან აშკარად ჩანს, რადგან ისევ გამოჩნდა ლიდერი. საზოგადოებას აქვს ლიდერის რწმენა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთპარტიული მმართველობა მოვა ამის მერე, მაგრამ საზოგადოებას იმისთვის, რომ გაჰყვეს, სჭირდება ლიდერი და ეს ლიდერი ახლა მიხეილ სააკაშვილია. თითქმის ისეთივე განწყობაა ახლა ქვეყანაში, როგორც 2003 წელს. ეს მუხტი მაშინ შექმნა მიხეილ სააკაშვილმა ამ ხალხის წინ მიმავალმა, ახლა კი საკანში მჯდომმა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ფენიქსივით აღდგა და ის მუხტი გადასდო საზოგადოებას“, – განაცხადა ჩხეიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

„ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს – „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“

ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.სტატიაში, რომელიც მომზადდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა.სტატიაში სახელწოდებით, „საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ საუბარია საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, აღნიშნულია, რომ საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს.სტატიაში საუბარია თბილისზეც, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები.„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ღვინის უწყვეტი წარმოების რვაათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნიკით – მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება. ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილება. მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა – ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – ნათქვამია სტატიაში.

ელჭექი, ქარის გაძლიერება, სეტყვა – გაფრთხილება 5 ივლისის ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს

ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.ცნობისთვის, ირაკლი ოქრიაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.ირაკლი ოქრიაშვილი ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ანდრო ჭიჭინაძე – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა – ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით...

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მხრიდან ეუთოს ასამბლეაზე მორიგ ჯერზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, რომ ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისი თქმით, „ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ“.„მესმის, რომ შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს ერთი და იგივე, მაგრამ გავუსვამ ხაზს ერთ ფაქტს, რომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინისნის მხრიდამ ეუთოს ასამბლეაზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, მათ შორის ჩემზე და დანარჩენ აქ მყოფებზე, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ა. შ. მოიხსენიებენ პოლიტიკურ პატიმრებად, ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო.ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ. უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.ცოტა ისტორიულ წარსულშიც უნდა დავბრუნდე. მე მახსენდება ასეთი ფაქტი, 1944-45 წლებში ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება. რომ წარმოიდგინოთ, ამ პირობებში, ცოლ- ქმარი წვანან ლოგინში და ქმარმა ცოლს ფიურერზე გაუზიარა კრიტიკული აზრი. ამის შემდეგ მათ იჩხუბეს და ცოლმა ქმარი დააბეზღა, ეს კაცი კი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას. აბსურდია ხომ? მეტიც, ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა ამ კაცთან მისულიყო რაღაც სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა თავის კრიტიკულ აზრს, ამ კაცმა კი გაუზიარა ცოლს. შემდგომ, შესაძლოა, ეს აზრი მომავალშიც განვითარებულიყო ისეთ ადგილას, სადაც ასევე ბევრი ადამიანი იქნებოდა, ამიტომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით. მე მგონი, საერთო რაღაცების დაჭერა შეიძლება ამ ამბავში, იმიტომ, რომ აბსოლუტური აბსურდული ლოგიკაა. ამ ამბავს ჰქონდა ძალიან კარგი დასასრული. ნაცისტებმა ომი წააგეს, 1945 წელია და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა. მე. საერთო ნიუანსებს ვხედავ იმ ლოგიკაში, რასაც იმ დროინდელი პროკურატურა ამყარებდა და იმ რაღაც საქმეში, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები