ნატო ჩრდილოეთ ევროპის თავდაცვის ოპერატიულ შტაბს ნიდერლანდებიდან აშშ-ში, ნორფოლკის შტაბში გადაიტანს.
სამხედრო ალიანსში ამ ნაბიჯს „ევროატლანტიკური რეგიონის გამტკიცების“ აუცილებლობით განმარტავენ.
მათივე თქმით, ნატო-ს მოწინააღმდეგეები მთელ მსოფლიოში არიან გადანაწილებული და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად განმტკიცდეს ევროპატლანტიკური რეგიონი და ალიანსის პოზიციები ჩრდილოეთში.
აღსანიშნავია, რომ ნორფოლში ნატო-ს შტაბი უკვე უზრუნველყოფს ატლანტის ოკეანის, არქტიკის, გრენლანდიის, ისლანდიის, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას. ახლა კი ამ სიას, დანია, შვედეთი და ფინეთიც შეუერთდება.

