Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავლუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში.
TRT World-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კოფის მოჰყავს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განაცხადება, რომ არ ესმოდა, თუ რატომ არ მიიღეს საქართველო NATO-ში.
„საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გზას სტაბილურად გადის. ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს. წლების მანძილზე საქართველოს მთავრობები ახორციელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მტკიცედ რჩება ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი… რუსეთი მის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს, რომ შეაფერხოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. მსგავსი დე ფაქტო ვეტოს გამოყენება მოსკოვის მხრიდან-მიუღებელია. საბედნიეროდ, ზოგიერთებმა შეძლეს შესულიყვნენ ნატო-ში რუსეთთან ომის გარეშე. მთავარი საკითხი მხოლოდ ის არის, არის თუ არა ლიდერების სათანადო პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს“, – წერს კოფი.
კოფი სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ წერს, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს – „დროა, ალიანსმა დაიწყოს პროგრესი წევრობის საკითხზე, გაითვალისწინოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჩავუშოღლუს რჩევა და საქართველო NATO-ს წევრი გახდეს“.