ორშაბათი, მაისი 12, 2025

ნატოს მინისტერიალის განცხადება: ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ, – ნათქვამია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

„იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატოს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაშინ, როდესაც ნატო აძლიერებს თავის მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის გასზლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია ნატოს მინისტერიალის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეროვნული მმართველობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ჩვენ ასევე ვართ თანამედროვე დემოკრატიული ევროპის თანაშემოქმედნი

ევროპული მომავლის საერთო ხედვა არ უნდა ეფუძნებოდეს ხელოვნურად შექმნილ იდეოლოგიურ წარმონაქმნებს, არამედ ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპის მომავალზე მსჯელობა ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს, და არა ერთი მხრიდან მომდინარე ქადაგება იმ ღირებულებებისა, რომლებიც ევროპის მხოლოდ ნაწილს ესმის და მხოლოდ ნაწილი იზიარებს.„სამწუხაროდ, ეს არის ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი წევრებისა და სტრუქტურების მიდგომაში ზოგიერთი წევრი ქვეყნისა და კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ამ მიდგომის პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერ უნდა გამოიწვრთნას „ჭეშმარიტ ევროპელად“, იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც, განსაზღვრებითვე, არსებითად სადავოა. ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის პოლიტიკაში ახალბედა ქვეყნისთვის, აშკარად თვალში საცემია, რომ ევროკავშირში არსებობს „ევროპელობის“ გარკვეული იერარქია. არადა, წესით, ამ საკითხზე მონოპოლია არავის უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – შესანიშნავი ჟესტია კატარისგან, სულელი ვიქნებოდი, მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის სულელი იქნებოდა, უარი ეთქვა 400 მილიონი დოლარის ღირებულების „ბოინგ 747“-ზე, რომელიც მათ კატარმა უფასოდ შესთავაზა.პრეზიდენტის განმარტებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავი რომელსაც „Air Force One“ სახელით იცნობენ, უკვე ხანდაზმულია და მისი ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობა 40 წელს აღემატება.როგორც ტრამპი აცხადებს, მოძველებული თვითმფრინავის ჩასანაცვლებლად ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გასცა განკარგულება, თუმცა მისი წინამორბედის მმართველობის დროს დამზადების ვადების გაჭიანურება მოხდა. ამ დროს კი, კატარისგან წამოვიდა შეთავაზება, რომ ვიდრე პრეზიდენტის თვითმფრინავი დამზადდება, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ კატარის არსენალში არსებული „ბოინგ 747“-ით.„თანხა, რომელსაც ჩვენ ამ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურებისთვის ვხარჯავთ, მათი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის, ასტრონომიულია. ვფიქრობ, შესანიშნავი ჟესტია კატარისგან. ძალიან ვაფასებ. არასდროს ვიტყოდი უარს ასეთ შეთავაზებაზე. სულელი ვიქნებოდი რომ მეთქვა, არა, ჩვენ არ გვჭირდება უფასო, ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავი“, – განაცხადა ტრამპმა.

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია.საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება.ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

„დედას ცეკვაზე უნდა წავეყვანე, მაგრამ მამამ დაასწრო…“ – გიორგი სარდალაშვილი პირველ ნაბიჯებზე

ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი (60 კგ წონით კატეგორიაში) გიორგი სარდალაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" ბავშვობასა და ძიუდოში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს.მისი თქმით, ოჯახი ბავშვობიდან გვერდში ედგა და მის პროფესიულ წარმატებაში ოჯახს უდიდესი როლი აქვს.„ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე ხელს მიწყობდნენ და ყოველთვის გვერდში მედგნენ. ჩემს წარმატებაში ჩემს ოჯახს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. რუსთავში, 6 წლის ასაკში მივედი პირველად ძიუდოზე. ხვიჩა კაპანაძე ასწავლის დღესაც, მაშინაც ის იყო მწვრთნელი, წონით ძალიან პატარა ვიყავი, 18 კილო და მახსოვს, არ მიმიღეს. ჩემს მშობლებს უთხრეს, ერთი წლის შემდეგ მოიყვანეთო. გავიდა ერთი წელი, ის დღე იყო დედას ცეკვაზე უნდა წავეყვანე, მაგრამ მამამ დაასწრო, ძიუდოზე წამიყვანა. საბოლოოდ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მთელი ბავშვობა ვარჯიშზე ვიყავი გადართული, ასე ჩამინერგეს პატარაობიდან, ასე უნდა ყოფილიყო, მამა ძალიან მაკონტროლებს. ასევე, სწავლის კუთხითაც ვცდილობდი, კარგად მესწავლა და სკოლაშიც ხელს მიწყობდნენ.ბავშვობიდან ყველა შეჯიბრებაში ვიმარჯვებდი, ყოველთვის ოქროს მედლები მქონდა და ერთი წამითაც არ მიფიქრია, სხვა რაღაც გამეკეთებინა, ძიუდოს გარდა“, - აღნიშნა გიორგი სარდალაშვილმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთსა და უკრაინას შორის 15 მაისს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს, ვფიქრობ სტამბოლში ჩაფრენაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრას „ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა“.ამის შესახებ მან მედიკამენტების ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე. ამის შესაძლებლობა არის, ვფიქრობ, რამე შეიძლება მოხდეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ხუთი ათასი სიცოცხლე კვირაში, სინამდვილეში უფრო მეტიც. როდესაც უყურებ ბრძოლის ველის სატელიტურ გამოსახულებებს, ყველგან მოწყვეტილი კიდურები და თავებია. აქვს ამას აზრი? ამას არავითარი აზრი არ აქვს. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, თუ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ პუტინი არ დათანხმდება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ტრამპმა თქვა, რომ მას აქვს შეგრძენება, რომ ისინი დათანხმდებიან.ამასთან, უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს დაგეგმილი აქვს ვიზიტების საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.

ბოლო სიახლეები