ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ნასვამმა მეგობარმა შეაგინა, ამ შეგინების გამო, წავიდა აიღო იარაღი, დედას და თავისივე სამეგობროს მოუკლა 25 წლის ბიჭი

თბილისი, მთაწმინდა, 18 თებერვალი, შუაღამე – ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 25 წლის მამუკა ლომიძე მეგობარმა 7 გასროლით მოკლა.

ისტორია შემზარავი დასასრულით აქედან იწყება – კაფე “გალერის” სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, მამუკა ლომიძე მეგობრებთან ერთად კლუბში შედის. “გალერიში” მიდის მისი მეგობარი ბაჩო სირაძე, სხვა ახალგაზრდების თანხლებით. სვამენ ალკოჰოლს და ცეკვავენ. დაახლოებით 40 წუთში ვითარება იძაბება – კადრების მიხედვით, დაპირისპირებულის გაშველებას ცდილობენ და კლუბის გარე პერიმეტრზე ინაცვლებენ.

ხმამაღალი საუბარი და სიტყვიერი დაპირისპირება აქაც გრძელდება. ირკვევა, რომ კონფლიქტი სწორედ ბაჩო სირაძესა და მამუკა ლომიძეს შორის ხდება. მეგობრები მათი ტერიტორიიდან გაყვანას, სხვადასხვა მიმართულებით ცდილობენ. ბაჩო სირაძე იქვე გაჩერებულ “ტოიოტა რავ 4-ში” ჯდება.

გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 25 წლის მამუკა ლომიძე, მეგობრებმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, 12 ნომერთან მიიყვანეს და მეგობარ გიორგი ზარნაძესთან ერთად დატოვეს. მალევე, მათ სიახლოვეს ის ავტომობილი გაჩერდა, რომლითაც ბაჩო სირაძე გალერიდან წამოიყვანეს. დაახლოებით 10 წამში, სირაძემ მანქანიდან გადასვლა, ლომიძის მიმართულებით 7-ჯერ გასროლა და იმავე ავტომობილით ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.

7 ტყვიიდან მამუკა ლომიძეს 4 მოხვდა. ის გიორგი ზარნაძემ და ადგილზე დასახმარებლად მისულმა რამდენიმე პირმა კლინიკაში წაიყვანეს, დაჭრილი მალევე გარდაიცვალა. მისი მეგობრები, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

საქმის მასალების მიხედვით, ბაჩო სირაძემ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მისვლამდე კონკრეტულ ლოკაციაზე იარაღი აიღო. მკვლელობის შემდეგ, ჯერ პისტოლეტი გადამალა, შემდეგ კი თანმხლები პირები, მძღოლის გარდა, რუსთაველის გამზირზე დატოვა. “კურიერი P.S.-მა” იმ 2 თვითმხილველის ჩვენება მოიპოვა, რომლებიც სირაძესთან ერთად, “ტოიოტა რავ 4-ით” მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ მოძრაობდნენ.

სირაძემ მკვლელობის იარაღი დამალა. ნივთმტკიცების კვალზე, პოლიცია კამერების ჩანაწერებით გავიდა.

იარაღი იპოვეს, მალევე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს ბაჩო სირაძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

გაირკვა, რომ მკვლელობაში ბრალდებული “რავ 4-ით”, იმავე მძღოლით, მკვლელობის ღამესვე თბილისიდან ყაზბეგში წავიდა. მკვლელობაში ბრალდებული, სამართალდამცავებმა, ლარსის საზღვართან ახლოს, ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს მოკლულის მეგობარი გიორგი ზარნაძე, რომელიც მამუკა ლომიძეს კლუბშიც ახლდა და მისი სიცოცხლის ბოლო წუთებს შეესწრო. ზარნაძე ჩვენებაში შეიარაღებული მკვლელს აღწერს, ჰყვება, რომ მას ეხურა კაპიუშონი, თუმცა გამომძიებლებს არ უდასტურებს, რომ ის ბაჩო სირაძე იყო.

საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, ბრალდებულთა წრის გაფართოებასაც. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შესაძლოა დააკავონ იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულის გადაადგილებას უზრუნველყოფდა.

ვინ არის ჯემალ, იგივე ბაჩო სირაძე – მისი კრიმინალური ისტორია ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც 15 წლის იყო. ბაჩო სირაძე თანატოლის, ნიკოლოზ ჩანქსელიანის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. შემდეგ იყო ყოფილი პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის და ნარკოდანაშაულის ბრალდებები. ბოლოს, სირაძე ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა. საპატიმრო მან ერთი წლის წინ დატოვა.

25 წლის მამუკა ლომიძის დედა საზღვარგარეთ იყო, როდესაც შვილის დაჭრის შესახებ აცნობეს. უახლოესი რეისით თბილისში ჩამოვიდა და აეროპორტში გაუმხილეს, რომ თვეების უნახავი შვილი მოუკლეს. ახლა, ოჯახს ერთადერთი მოთხოვნა აქვს – დამნაშავის უმკაცრესად დასჯა.

კიდევ ვინ დაჯდება ბრალდებულის სკამზე – ჯგუფური მკვლელობის საქმეზე გამოძიების ეტაპზე გაირკვევა. 25 წლის მოკლული ახალგაზრდა, შაბათს დაკრძალეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე დაესწრება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომემ წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის, კათოლიკოს-პატრიარქის, განსვენებული ილია მეორის გარდაცვალების გამო.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან…“ – სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მაყურებელმა არაერთი სასწაულის ისტორია მოისმინა, რომელიც პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება.ხატის ასლი საქართველოში 2002 წელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და მას შემდეგ არა ერთი ონკოლოგიური პაციენტი განკურნა.სასწაულების შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მორჩილი მარინე საუბრობს.„3 წლის ბავშვი გერმანიაში ჰყავდათ წაყვანილი, მისი მდგომარეობა ისეთი მძიმე იყო, ძვლებზეც გადასული იყო, დაავადება ახრჩობდა. პანტანასას ზეთს გერმანიაში უგზავნიდნენ, რომ მისთვის ზეთი მუდმივად ეცხოთ, ის ბავშვი ახლახან ჰყავდათ მოყვანილი, ავადმყოფობის კვალიც არ ეტყობოდა…საავადმყოფოდან უკვე გაწერილი იყო – ჩვენ არაფერი შეგვიძლია, უძლური ვართ ამ დაავადებასთანო, 15 მეტასტაზი ჰქონია თავში. ზეთისცხების წყალობით განიკურნა, გახარებული და გაბრწყინებული მოვიდა, თავიდან 15 მეტასტაზი გაუქრა. უიმედობა არ არსებობს, ღვთისთვის და დედა ღვთისმშობლისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ჩვენი რწმენა, ჩვენი სურვილი დავანახოთ, ამ ყველაფერს ღვთისმშობელი აკეთებს. აქ მარტო ონკოპაციენტები არა, სხვადასხვა სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით მოდიან ადამიანები და ღვთისმშობელი უნუგეშოდ არავის არ ტოვებს“, – აღნიშნავს მორჩილი მარინე.

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კატარის საგარეო უწყება – ირანი აგრძელებს ესკალაციას, რასაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს, საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ზომებს ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად

კატარში აცხადებენ, რომ სარაკეტო დარტყმები ქვეყნის „ეროვნული უსაფრთხოებისა და რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირი საფრთხეა“.როგორც კატარის საგარეო სამინისტროში აღნიშნავენ, „ირანი განაგრძობს ესკალაციის პოლიტიკას, რომელსაც რეგიონი უფსკრულისკენ მიჰყავს“.უწყებაში აცხადებენ, რომ კატარი „იტოვებს პასუხის უფლებას“ და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეების დასაცავად.მანამდე, კატარის სახელმწიფო ნავთობკომპანია QatarEnergy-მა დაადასტურა, რომ რაკეტებმა რას-ლაფანის სამრეწველო ქალაქს დაარტყეს, ამ ტერიტორიაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტებია განლაგებული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად მსხვერპლი არ არის.

ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა – „არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით, ტაძარში, სახლში თუ სამსახურში, უდიდესი ძალა აქვს“

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

ბოლო სიახლეები