„ჯენოას“, „ტორინოს“, „იუვენტუსისა“ და „პალერმოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რუბინიომ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლას გამოეხმაურა. ბრაზილიელი ექსფეხბურთელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ანტონიო კონტემ იცის, რას აკეთებს, და „პარტენოპეი“ ქართველის გარეშეც კარგად გამოიყურება
რა თქვა რუბინიომ:
„ნაპოლი“ სკუდეტოსკენ მიიწევს, რაც ჩემთვის გასაკვირი არაა. კონტე ძლიერი და ჭკვიანი მწვრთნელია, რომელიც შედეგს დებს. ეს მოულოდნელი არაა.
კვარას წასვლა? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ „ნაპოლი“ მის გარეშეც კარგად გამოიყურება. მწვრთნელმა იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა.
გარნაჩო კვარას შემცვლელად? ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან. კვარა უფრო ძლიერია. თუ „ნაპოლი“ გარნაჩოს დაიმატებს, არგენტინელი გუნდს კარგად მოერგება, მაგრამ ხარისხის მხრივ, ხვიჩას ვანიჭებ უპირატესობას“.