სამშაბათი, აპრილი 29, 2025

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ტარდება

ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი თავად ავრცელებს.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ და ჩხრეკის ოქმი გააცნეს.

მისივე ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს ყველა ფონდის დამფუძნებელთან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა დაინიშნა.ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.

დიმიტრი პესკოვი – კიევს არ უპასუხია პუტინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე

კიევს არ უპასუხია პუტინის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„პრეზიდენტმა პუტინმა კეთილი ნების ჟესტი გამოავლინა და გუშინ გამოაცხადა, რომ დროებითი ზავი იქნება გამოცხადებული. კიევის რეჟიმისგან პასუხი ჯერ არ მოგვისმენია“, – განაცხადა პესკოვმა.მისი თქმით, კიევის მხრიდან ეს მანიპულაციაზე მეტია.კრემლის პრესსპიკერმა ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პესკოვმა აღნიშნა, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია ყველა ნიუანსის გათვალისწინების გარეშე.„ასეთ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე თუ ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ის ნიუანსები, რომლებზეც პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრა. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხის გარეშე, ასეთ გრძელვადიან ზავზე წასვლა რთულია. ამაზე საუბრობდა პრეზიდენტი პუტინი. საჭიროა, ყოველთვის გავიხსენოთ ეს სიტყვები“, – განაცხადა პესკოვმა.ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კიევისგან არც პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ არ მიუღიათ პასუხი.შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს, ღამის 00:00 საათზე დაიწყება და 11 მაისის 00:00-მდე გაგრძელდება. ამასთან, კრემლში დაადასტურეს მზადყოფნა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართონ.

დონალდ ტრამპი – მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია, ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის შესახებ მედიაში გავრცელებული გამოკითხვების შედეგებს ყალბად მიიჩნევს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია! ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ გამოკითხვაზე საუბრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტელეარხმა „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა მისი მეორე ვადის 100 დღის მოახლოებასთან ერთად უფრო დაბალია, ვიდრე მისი ყველა წინამორბედის ბოლო 70 წლის განმავლობაში.მანამდე გამოქვეყნდა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

შოთა ხაბარელი-სპორტის თითქმის ყველა სახეობაში გამარჯვება ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით

„ჩვენი ძიუდოისტები ძალიან გვანებივრებენ ბრწყინვალე გამოსვლებით. ევროპის ჩემპიონატზე ახლანდელმა გამოსვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.შოთა ხაბარელის თქმით, სპორტსმენებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.„გარდა იმისა, რომ მოიპოვეს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი, გუნდურ შერეულ ჩათვლაში,  ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი გოგონების ბრწყინვალე  გამოსვლა. ეს  იყო უპრეცედენტო  წარმატება  ძიუდოს ისტორიაში გუნდურ ჩათვლაში, სადაც გოგონები მონაწილეობდნენ. ეს არის ქართული ძიუდოს უდიდესი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.მან ყურადღება გაამახვილა  ხელისუფლების მიერ სპორტის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.„სპორტის  თითქმის ყველა სახეობაში ეს  სერიული გამარჯვებები ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით. ყველას გვახსოვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი.  ეს არის მოტივაცია და მაგალითი თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სპორტი დაფინანსებული და როგორი პირობები უნდა იყოს  შექმნილი. ის, რომ ინფრასტრუქტურა  ვითარდება, ბიუჯეტი ორმაგდება, გამარჯვებულ სპორტსმენებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემა- ეს გვაძლევს ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

გიორგი ვაშაძე – რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას

ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას.„ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება. ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას. ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად, რომ ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება“, – წერს ვაშაძე.დილიდან, რამდენიმე ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. 

ბოლო სიახლეები