0 0
Read Time:21 Second

თურქეთის პროვინცია ერზინჯანში, ოქროს მაღაროში დიდი კლდის ნგრევა მოხდა, წერს NTV არხი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, თუმცა, რეგიონის გუბერნატორის, ჰამზა აიდოგდუს თქმით, შესაძლოა მიწისქვეშეთში მუშები იმყოფებოდნენ.
„შესაძლოა მიწისქვეშეთში არიან ადამიანები, მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. მაღაროში სამაშველო ბრიგადებია გაგზავნილი”, – განაცხადა მან.
ტელეკომპანია TV-100-ის ცნობით, ნგრევის დროს მაღაროში სულ მცირე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ფარავს ჩამოშლილი უზარმაზარი კლდე წამებში, უზარმაზარ ობიექტს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები