სამშაბათი, მაისი 13, 2025

ნანა კაკაბაძე „ნაცმოძრაობაზე“-საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აშკარა ბრძოლას შეფარვით კი აღარ აწარმოებენ, დემონსტრაციულად გამოდიან მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მოთხოვნით, რომ საკუთარ ქვეყანას ისევე მოექცნენ, როგორც აგრესორ რუსეთს

„ნაცებმა“ კარგად იციან, რომ საქართველოში ხალხის ისეთ მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, რომ უახლოეს ათწლეულებში ხელისუფლებაში ლეგიტიმურად დაბრუნდნენ, რადგან ქართველთა ამ თაობას კარგად ახსოვს მათი მმართველობის საშინელებები. ამიტომ ცდილობენ, როგორმე გარეშე ძალების დახმარებით დაამხონ ხალხის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლება“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ აშკარა ბრძოლას ისინი შეფარვით კი აღარ აწარმოებენ, არამედ დემონსტრაციულად გამოდიან მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მოთხოვნით, რომ საკუთარ ქვეყანას ისევე მოექცნენ, როგორც აგრესორ რუსეთს.

„ხელისუფლების დამხობის დაუოკებელი წყურვილი ყველაფრის ფასად ბოლო დღეებში სულ უფრო მძაფრდება სასოწარკვეთილი „ნაცების“ მოწოდებები მსოფლიოსადმი, რომ საქართველოს ხელისუფლება განიხილონ როგორც რუსეთის მხარდამჭერი და ხელშემწყობი, რადგან საქართველო არც აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა, არც უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს მისცა იქ გამგზავრების საშუალება და ჩუმჩუმად რუსეთსაც ეხმარება სანქციებისგან თავის დაძვრენაშიო. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ აშკარა ბრძოლას ისინი შეფარვით კი აღარ აწარმოებენ, არამედ დემონსტრაციულად გამოდიან მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე მოთხოვნით, რომ საკუთარ ქვეყანას ისევე მოექცნენ, როგორც აგრესორ რუსეთს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ზუსტად ასე აშკარად გამოდიოდნენ ბოლშევიკები საკუთარი ქვეყნის დამარცხების მოწოდებით და ყველაფერი გააკეთეს ამ მიზნის მისაღწევად. მათაც, „ნაცების“ მსგავსად, ძალაუფლების ხელში აღების დაუოკებელი წყურვილი ამოძრავებდათ, რასაც საბოლოო ჯამში მიაღწიეს კიდეც. უფრო მეტიც, პირველ მსოფლიო ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა გერმანიამ დიდი დახმარება აღმოუჩინა ბოლშევიკებს რევოლუცის მოხდენაში, ხოლო ბოლშევიკებმა სამაგიეროდ მაშინვე აღიარეს გერმანიასთან საკუთარი სამშობლოს დამარცხება. თანამედროვე ქართველი ნაც-ბოლშევიკებისთვისაც მიზანი ამართლებს ნებისმიერ მოღალატეობრივ საშუალებას და ვისთანაც ხმა მიუწვდებათ, მოუწოდებენ – „დაუწესეთ სანქციები ჩემს მთავრობას, რათა ჩამოიქცნენ, ჩამოიშალონ და ჩვენ დავიბრუნოთ სანატრელი ძალაუფლება.

ამის შემდეგ ჩვენ გპირდებით, რომ შევასრულებთ ყველა თქვენს სურვილს, რუსეთს საქართველოში გავუხსნით მეორე ფრონტს, მოვახდენთ ქონების ჩამორთმევას, რომელიც რუსებს გააჩნიათ საქართველოში, რუსეთ-უკრაინის ომშიც ოფიციალურად გავგზავნით მოხალისეებს, არცერთ რუსეთის მოქალაქეს არ გავაჭაჭანებთ ჩვენს ქვეყანაში, ვინც „პუტინ ხუილოს“ არ იყვირებს და თუ რომელიმე ქართველი გაბედავს ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრებას, ქართულ საკონცენტრაციო ბანაკებში გავამწესებთ, რომლის გემოც კარგად ახსოვთ ჩვენი მმართველობის დროს ციხის ჯოჯოხეთგამოვლილ მოქალაქეებს!“ ამ შემთხვევაში სულ ერთია, ნიკა გვარამიას მიერ დაგეშილი რომელიმე ჟურნალისტი, ვინმე დემნა დევდარიანი შეეცდება აშშ-ის მაღალჩინოსნისთვის რაიმე ცუდის წამოცდენინებას საქართველოზე, „ნაცების“ ლიდერები ხატია დეკანოიძე, გია ბარამიძე, ბათუ ქუთელია და სხვა „პატრიოტები“ გამოვლენ უკრაინის ტელევიზიით, თუ ხო-შტერიების მთელი ბანდა მიმართავს პეტიციით მსოფლიოს, მთავარია, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არის ნაცების ე. წ. მესიჯბოქსი, რომელშიც აშკარად ისმის ხვეწნა მუდარამდე მისული ხელისუფლების დამხობის მოწოდებები.

„ნაცებმა“ კარგად იციან, რომ საქართველოში ხალხის ისეთ მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, რომ უახლოეს ათწლეულებში ხელისუფლებაში ლეგიტიმურად დაბრუნდნენ, რადგან ქართველთა ამ თაობას კარგად ახსოვს მათი მმართველობის საშინელებები. ამიტომ ცდილობენ, როგორმე გარეშე ძალების დახმარებით დაამხონ ხალხის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლება. სამაგიეროდ ლიბერალურ მსოფლიოს ყველაფერს ჰპირდებიან – ერთნაირსქესიანთა დაქორწინების კანონის მიღებიდან დაწყებული და რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად საქართველოს მოქალაქეების გამოყენებითა დამთავრებული. ერთი სიტყვით, ეს სულით მონები, ეძებენ ისეთ პატრონს, ვისაც ხელისუფლების დაბრუნების სანაცვლოდ ბოლომდე დაემონებიან. ამის გაცნობიერება მართებს საქართველოს მოქალაქეებს. გათავხედებული და სასოწარკვეთილი ნაცებისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა – „ახლა ან არასოდეს“, რადგან მიაჩნიათ, რომ არეულ მსოფლიოში ადვილია ხელისუფლების დაბრუნების სანუკვარი მიზნის მიღწევა“, – წერს ნანა კაკაბაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ტროპარი, ხმა 4 ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად. ლოცვა ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარკო რუბიო სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.„დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა,  სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.

ტრამპმა სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. ამის შესახებ მან საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.„მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი“, – თქვა ტრამპმა.ტრამპის თქმით, აშშ-ის სირიაში სტაბილურობისა და მშვიდობის ხილვა სურს.„სირიას, რომელმაც ბევრი ტანჯვა და სიკვდილი ნახა, ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში. ეს არის ის, რისი ხილვაც სირიაში გვინდა“, – განაცხადა ტრამპმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში შეხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს.„ყველგან, სადაც შეგვიძლია, ჩემი ადმინისტრაცია მიისწრაფვის მშვიდობიანი ჩართულობისკენ და სთავაზობს მეგობრობის ძლიერ და საიმედო ხელს ყველას, ვინც ამას კეთილსინდისიერად მიიღებს“, – თქვა ტრამპმა.

ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს

სამშაბათს, 13 მაისს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ ფრანგ მსახიობს, 2021 წელს ფილმის გადაღების დროს, ორი ქალის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. 76 წლის ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ მსახიობი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.პარიზის სასამართლომ მსახიობი ჯერარ დეპარდიე ორი ქალის, ამელიეს (ამჟამად - 54 წლის) და 34 წლის სარას (ფიქტიური სახელი) სექსუალურ შევიწროებაში ცნო დამნაშავედ. ისინი ჟან ბეკერის ფილმის, „მწვანე ჟალუზების“ გადასაღებ მოედანზე, შესაბამისად, დეკორატორად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდნენ. ფილმი 2021 წელს გადაიღეს. ამელიემ სასამართლოს განუცხადა, რომ მსახიობი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეხებოდა, ფეხებზე ხელს უსვამდა და სექსუალური სიტყვებით მიმართავდა. „ის ყველგან მეხებოდა, მათ შორის მკერდზეც (...), მე შეშინებული ვიყავი, ის კი იცინოდა“, - თქვა მან. ეს არის მოძრაობა #MeToo ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საფრანგეთში, რაც დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ სკანდელი ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურას ეხება. დეპარდიემ სასამართლო პროცესზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, მაგრამ მოსამართლე ტიერი დონარმა ჩათვალა, რომ ფრანგი მსახიობის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი იყო. 18-თვიან პირობით პატიმრობასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიე შეიყვანეს სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში, პროკურატურის მოთხოვნით კი, მსახიობს ორი წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. თუმცა, დაცვის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე ყველა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორ ავარჩიოთ ყველაზე გემრიელი და მწიფე მარწყვი

მარწყვის სეზონი ძალაში შედის. ადგილობრივი კენკრა, როგორც წესი, გემოთი იმპორტირებულზე უკეთესია, რადგან მას მწიფე მდგომარეობაში კრეფენ, უცხოური მარწყვისგან განსხვავებით, რომელსაც უკეთესად ტრანსპორტირებისთვის უმწიფარი სახით კრეფენ. საბოლოო ჯამში, ეს უარყოფითად მოქმედებს გემოზე. თუმცა, შეძენისას ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი ფერი, ფორმა, სუნი და გარეგნობა.როგორი უნდა იყოს გემრიელი და მწიფე მარწყვი მარწყვის არჩევისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის „კუდს“. კენკრის ძირში ფოთლების მწვანე როზეტი მისი სიახლის მაჩვენებელია. დიდი ხნის განმავლობაში და არასწორად შენახვის შემთხვევაში, ის ჭკნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის დაბერებული კენკრაა.იდეალური მარწყვი არის მშრალი, გლუვი ზედაპირის მქონე კენკრა, დაზიანების ან ლაქების ნიშნების გარეშე. არ უნდა იყიდოთ მარწყვი, რომელიც სველია ან, პირიქით, ძალიან მშრალად გამოიყურება, ასევე კენკრა ჩაღრმავებებით, ან ობის მქონე. მწიფე მარწყვს აქვს მდიდარი და ერთგვაროვანი ფერი. თუ კენკრას თეთრი ან მომწვანო უბნები აქვს, განსაკუთრებით წვერთან, სავარაუდოდ, ის ჯერ არ არის მწიფე და მჟავე იქნება.„ასევე, ყიდვამდე ღირს ხილის ფორმისა და ზომის დათვალიერება - დახლზე ყველა კენკრა დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველა ერთი და იგივე კლასისაა და გაყიდვამდე რამდენჯერმე არ გადაურჩევიათ.

ბოლო სიახლეები