კვირა, იანვარი 18, 2026

ნანა კაკაბაძე: დემაგოგია ან უვიცობაა იმის მტკიცება, რომ თუნდაც ასე განვითარებულ კაცობრიობას დღეს შეუძლია მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კაკაბაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, ტრაგედიით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, რაც მათ ზნედაცემულობაზე მეტყველებს.

მისივე თქმით, ნამდვილი გულშემატკივრები ორ ლოგიკურ შეკითხვას დასვამენ: შესაძლებელია თუ არა მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება და ზვავსაშიშ ადგილებში უნდა ხდებოდეს თუ არა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

„3 აგვისტოს დატრიალდა ტრაგედია შოვში და ლეშიჭამია სვავებმა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით უკვე 4 აგვისტოდან დაიწყეს სრულიად უზნეო და სამარცხვინო მოწოდებები: „გავიდეთ რუსთაველზე, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ტალახში ჩატოვებულ საქართველოს! კანონით და სამართლით დავიცვათ ჩვენი ღირსება და მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი კორუფციონერებს! ხალხი იღუპება ხალხნო!!!“
მოკლედ, ამ მოწოდების ავტორ იშვიათი ჯიშის დედაკაცს თუ დავუჯერებთ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს დაზარალებულთა გადასარჩენად და ჩვენი პროტესტით ვაიძულოთ ამის გაკეთებაო.

შოვის ტრაგედიაზე ბევრი შეფასება გაკეთდა და ალბათ ბევრი კიდევ გაკეთდება, რომელთაგან ზოგის პოზიცია ალბათ საყურადღებო და გასაანალიზებელი იქნება, თუმცა, ჩვენ ზემოთ მოტანილი ყველაზე ოდიოზური მხოლოდ იმის საჩვენებლად ამოვარჩიეთ, თუ რა დონემდე შეიძლება მივიდეს იშვიათი ჯიშის ზოგიერთი ლეშიჭამიის ზნედაცემულობა და დეგრადირება.
ნამდვილი გულშემატკივარი და თანამგრძნობი მოქალაქე კი ორ ლოგიკურ შეკითხვას დასვამს:

1. შესაძლებელია თუ არა მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება და

2. ზვავსაშიშ ადგილებში უნდა ხდებოდეს თუ არა ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამშენებლო (თუნდაც საკურორტო) სამუშაოების წარმოება, რომელიც მრავალი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს.

ვფიქრობთ, დემაგოგია ან უვიცობაა იმის მტკიცება, რომ თუნდაც ასე განვითარებულ კაცობრიობას დღეს შეუძლია მსგავსი სტიქიური მოვლენების წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება. ასე რომ იყოს, არც ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიის მქონე სახელმწიფოებში მოხდება მსგავსი ტრაგედიები და უბედურებები. ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, მთლად გონივრულად არ მიგვაჩნია ზოგიერთი მოქალაქის თუნდაც გულწრფელი ემოციით გამოწვეული პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ, რომ მათ დროული დახმარება არ აღმოუჩინეს სტიქიის შედეგად დაზარალებულებს, რადგან, როგორც ჩანს, სტიქიის პირველი შეტევის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი უკლებლივ ყველა მოქალაქე მაშველებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს, ხოლო ღვარცოფის მოვარდნის პირველივე წუთებში დაღუპულებს ვერავითარი ვერტმფრენი თუ სხვა ტექნიკური საშუალება ვეღარ გადაარჩენდა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ვფიქრობთ, ზვავსაშიშ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული (თუნდაც საკურორტო) სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელიც მრავალი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამაც და ბიზნესმაც მუდამ უნდა გაითვალისწინონ, რომ არანაირი ფული და მოგება არ შეიძლება დადგეს ადამიანების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის საპირწონედ”, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს გოგო, რომელმაც მშობლების მოწამვლა მხოლოდ იმიტომ სცადა, რომ მას შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს (უცხოეთი)

ბრაზილიაში არასრულწლოვანმა გოგონამ საკუთარი მშობლებისა და ბიძაშვილის მოწამვლა მას შემდეგ სცადა, რაც მშობლებმა შეყვარებულთან ურთიერთობა აუკრძალეს. ინციდენტის შესახებ, პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზეთი Daily Star-ი წერს.შემთხვევა ქალაქ ნოვა-სერანაში მოხდა, სადაც 17 წლის გოგონამ მომზადებულ საკვებში საწამლავი დაამატა. ეს ძალზე საშიში ნივთიერებაა, რომელიც ბრაზილიაში არალეგალურად გამოიყენება მღრღნელებთან საბრძოლველად და ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს. ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის ბიძაშვილის წყალობით.მამაკაცმა ჭამის დაწყებისთანავე შენიშნა კერძის უჩვეულო და საეჭვო კონსისტენცია და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სხვა ნათესავებს. მშობლებმა მისი გაფრთხილება გაითვალისწინეს და საკვები არ გაუსინჯავთ, ხოლო თავად ბიძაშვილმა სასწრაფოდ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებმა მას კუჭის გამორეცხვა ჩაუტარეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ეს დაავადება ხშირად ვირუსით ინიღბება… – პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.„ბოლო ორი კვირაა გახშირდა საშარდე გზების ინფექციები ბავშვებში, რომელიც ჩვილ ასაკში ხშირად გრიპის ვირუსით ინიღბება. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სიცხე ყოველთვის ვირუსია… ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს შარდსასქესო გზების ინფექცია. ჩვილებში სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველია: მაღალი ტემპერატურა აშკარა მიზეზის გარეშე ჭირვეულობა, მოთენთილობა ცუდი მადა, ღებინება შარდის მძაფრი სუნი მოზრდილებში წვა ან ტკივილი შარდვის დროს ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით მუცლის ან წელის ტკივილი შარდში სისხლის მინარევი ღამის შარდვა (თუ ადრე არ ჰქონია) აუცილებლად გახსოვდეთ,რომ სიცხე მიზეზის გარეშე – ყოველთვის საჭიროებს შემოწმებას შარდის ინფექცია არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ დროული მკურნალობა იცავს აღმავალი ინფექციის განვითარებისგან  აუცილებლად მიმართეთ ექიმს დროულად, არ დაიწყოთ ანტიბიოტიკოთერაპია ლაბორატორიული ტესტის გარეშე! „სიცხე ყოველთვის ვირუსი არ არის " - წერს პედიატრი. 

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

ბოლო სიახლეები